სიახლეები
სიახლეები

როდის იწყება საგაზაფხულო არდადეგები და დაისვენებენ თუ არა 3 და 8 მარტს სკოლები?
14-02-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელს, საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს იწყება და 14 მარტს სრულდება. მოსწავლეები და მასწავლებლები ერთი კვირით, 5 დღე დაისვენებენ.

ამასთან, ოფიციალური დასვენების დღე, 8 მარტი კვირა დღეს ემთხვევა და სკოლებს დამატებით უქმე დღე არ გამოსდით. თუმცა 14 მარტიც შაბათია და შესაბამისად სწავლა 15 მარტის ნაცვლად, 16 მარტიდან განახლდება. 

აღსანიშნავია, რომ საგაზაფხულო არდადეგებამდე სკოლებში 3 მარტი, დედის დღეც დასვენების დღეა. 

საჯარო სკოლებში არდადეგებისა და დასვენების დღეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში შესაბამისი კანონით წინასწარ არის განსაზღვრული. რაც შეეხება კერძო სკოლებს, იქ სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ.

ცნობისთვის, 2019-2020 სასწავლო წელს სწავლის ხანგრძლივობა 172 დღეს მოიცავს. I სემესტრი 74 სასწავლო დღეს შეადგენს, II სემესტრი კი - 98 სასწავლო დღეს.

I კლასი სასწავლო წელს 27 მაისს დაასრულებს, XII კლასი - 20 მაისს, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი - 15 ივნისს.

იხილეთ ასევე:

2019-2020 სასწავლო წლის კალენდარი - არდადეგების განრიგი და უქმე დღეების ჩამონათვალი

უქმე დღეები, რომლებიც ამ სასწავლო წელს შაბათ-კვირას ემთხვევა

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება