მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამ კვირისა და მომდევნო კვირის დასაწყისში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი - ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდი პროგნოზი.
14 თებერვალს საქართველოში შენარჩუნდება ცივი და ნალექიანი ამინდი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. საღამოსთვის ნალექი შეწყდება, ღამის საათებში ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნდება ძლიერი ყინვა.
15-16 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8 გრადუსი იქნება.
17 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.
თბილისში 14-16 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამით ტემპერატურა -2, -4, ხოლო დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება. 17 თებერვალს დღისით შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი და ნისლი აღინიშნოს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს