სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ არის ახალი თაობის წარმოჩენის, მათთვის დიდი ენთუზიაზმის მიმცემი პლატფორმა“ - ოზურგეთში „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
14-02-2020
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა. 

ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების უფროსის მაიზერ ცელაძის სურვილია, კიდევ უფრო მეტი მოსწავლე დაინტერესდეს „ეტალონით“:

„ეტალონმა“ უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი აკადემიურობის კონკურსია. ეს არის შემოქმედებისა და ახალი თაობის წარმოჩენის, მათთვის დიდი ენთუზიაზმის მიმცემი პლატფორმა. აღფრთოვანებული ვარ ამ ღონისძიებით, დიდ საქმეს აკეთებს გოჩა ტყეშელაშვილი თავის გუნდით, ვიმედოვნებ უფრო გაძლიერდება და კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას გამოიწვევს ახალგაზრდებში და მათთვის სიხარულისა და წინსვლის მომცემი იქნება.“

ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ფატიმა სიორიძე, გამარჯვებულს გამორჩეულ მოსწავლედ ახასიათებს და თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად აპირებს: 

„ემოციურად ძალიან დატვირთული დღე გვქონდა. ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე მარიამ ქორიძე გახდა. ყველას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ მარიამი იმდენად შრომისმოყვარეა, ასეთი წარმატებული შედეგი რომ გვაჩვენა, ორმაგად გახარებული ვარ.  

ეტალონთან“თავიდანვე აქტიურად ვიყავით ჩართული. პირველად, ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე გახდა „ეტალონი მოსწავლე“, რომლებიც შემდეგ ბატონი გოჩას თანამშრომლები გახდნენ. ეხლა რაც რაიონული შეჯიბრებები დაიწყო დიდი პასუხისმგებლობით ვატარებ. ზოგადად, ის, რასაც „ეტალონი“ ემსახურება ძალიან ფასეულია. ძალიან დიდ პატივს ვცემ მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი თავის თვითშეფასება შეუძლია, საგნობრივი სტანდარტების მიხედვით და სწორედ ასეთ მაგალითებს ვიღებთ ჩვენ ამ პროექტისგან. ამიტომაც წარმატებებს გისურვებთ. კვირაში სამჯერ მაინც შევდივარ თქვენს საიტებზე, ვეცნობი სიახლეებს და იმედია ჩვენი თანაშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.“

„ოზურგეთის ეტალონი მოსწავლე“ ოზურგეთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ ქორიძე: 

„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „ეტალონს“, ასეთი ლამაზი დღისთვის და ამხელა სიხარულის მონიჭებისთვის.  ასევე მადლობელი ვარ ჩემი სკოლის, მასწავლებლების და დირექტორის, რომლებიც ცდილობენ სრულფასოვან მოქალაქეებად აღგვზარდონ.“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღონისძიებით - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“ დასრულდა
ღონისძიება თითოეული მოსწავლისთვის იქცა ცოდნის, ემოციისა და შემოქმედებითი გამოხატვის შესანიშნავ საშუალებად
 

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს და განიხილეს შიშველთესლოვანი მცენარეების ძირითად მახასიათებლები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება