სიახლეები
სამასწავლებლო, სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა

როგორ ფუნქციონირებს დღეს, მე-19 საუკუნეში, მოძღვრის მიერ აშენებული სეფიეთის სკოლა
28-09-2016
-
+


სეფიეთის საჯარო სკოლა აბაშის რაიონში მდებარეობს. სკოლა 1880 წელს, ტაძრის ეზოში, მაშინდელი მოძღვრის იოსებ მაკალათიას ძალისმხმევით გაიხსნა. გაკვეთილებს თავად მოძღვარი ატარებდა. შესაბამისად, სასწავლებელი სასულიერო ტიპის იყო.
  
სკოლა 1923 წლამდე ფუნქციონირებდა, რასაც სოფლის ცენტრში კიდევ უფრო მასშტაბური საგანმანათლებლო ნაგებობის მშენებლობა მოჰყვა. სასწავლებელი მოსახლეობის შემოწირულობით აშენდა, რაც თავისთავად ხაზს უსვამს იმას, რომ სოფლის მაშინდელი მოსახლეობისთვის განათლება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ითვლებოდა.
  
1993 წლის 3 დეკემბერს მწყობრიდან გამოსულ საკვამურს ცეცხლი გაუჩნდა და სოფლის მოსახლეობა სკოლის ფერფლად ქცევის თვითმხილველი გახდა. ნაგებობიდან არაფერი გადარჩენილა.  

კიდევ უფრო ახალი და რთული ეპოქა იწყება სოფლის სასკოლო ცხოვრებაში 1992 წლიდან. სკოლა განადგურდა, თუმცა სწავლა აუცილებლად უნდა განახლებულიყო. გასაჭირში ჩავარდნილი პედკოლექტივი იძულებული გახდა სოფლის ცენტრშივე არსებულ, მშენებარე სკოლას შეხიზნებოდა და სწავლა მის ჯერ კიდევ დაუმთავრებელ კედლებში გაეგრძელებინა.
დღესაც ძალიან მტკივნეულად იხსენებენ 90-იანელი მოსწავლეები სკოლაში გატარებულ იმ წლებს.  

ეს იყო მწყობრიდან გამოსული ღუმელების პერიოდი, როცა საკლასო ოთახში არსებული კვამლის გამო გაკვეთილის ჩატარება შეუძლებელი ხდებოდა.  

ეს იყო პოლიეთილენის პარკებით ,,შემინული“ ფანჯრების პერიოდი, როცა ზამთრის სუსხიანი ქარი თოვლს საკლასო ოთახში ყრიდა ხოლმე. 
 
„არა შუქი, არა კარი, არა იატაკი, არა გათბობა, არა ხელფასი პედაგოგებს და თვეობით ,,გაყინული“ ანაზღაურება. გაუსაძლისი პირობებიბს მიუხედავად, პედაგოგები  განაგრძობდნენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას და რომ არა თავიანთი საქმისადმი უანგარო სიყვარული, შეუძლებელია  მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე გაეძლოთ იმ პერიოდისთვის.“- აღნიშნავს სკოლის ფასილიტატორი და ინგლისური ენის მასწავლებელი ბიჭიკო ოჩიგავა. 

რა შეიცვალა 90-წლების შემდეგ, როგორ განაგრძო სკოლამ ფუნქციონირება?
 
მას მერე წლები გავიდა. ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო სივრცეში ცვლილებების დრო დადგა. 2008 წელს სკოლა გადაიხურა და სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა. მოწესრიგდა გათბობის სისტემა. სკოლა აღიჭურვა ყველა სათანადო ინვენტარით.

დღეს სკოლა სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. სკოლაში ფუნქციონირებს კომპიუტერული ლაბორატორია, გარემონტდა სააქტო დარბაზი, რომელიც არაერთ საინტერესო ღონისძიებას მასპინძლობს. სკოლა დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით, რომლებთაგანაც 6 სერტიფიცირებულია. რამდენიმე პედაგოგი აქტიურად წარმოებს საკუთარ პორტფოლიოს ბლოგზე. ამჟამად სკოლის ბაზაზე სულ 119 მოსწავლე ირიცხება, რაც წინა წლებთან შედარებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, თუმცა რაიონის სხვა სკოლებთან შედარებით, ამ კუთხით მეოთხე ადგილზე ვიმყოფებით.  

როგორ დაიწყეთ 2016-2017  სასწავლო წელი?

წლევანდელი წელიც ენთუზიაზმითა და შემართებით დავიწყეთ. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად,  თითოეულმა მასწავლებელმა სასწავლო წლის დასაწყისშივე წარმოადგინა საკუთარი სამუშაო პროგრამა და იმ მნიშვნელოვან აქტივობათა ნუსხა, რომლებსაც მთელი წლის მანძილზე განახორციელებენ. 

რა გეგმები აქვს სკოლას ახალ სასწავლო წელს?

ვგეგმავთ  ინოვაციური მეთოდების დანერგვას და 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამისად, მასში  თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების აქტიურ ჩართვას. ჩვენი საქმიანობა იქნება მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული და თითოეული მათგანის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, საკმაოდ საინტერესო და განსახვავებული აქტივობებით გაჯერებული. 

თქვენ, როგორც ინგლისური ენის მასწავლებელი რას გეგმავთ 2016-2017 სასწავლო წელს?

ინგლისური ენის პოპულარიზაციის მიზნით, ვაპირებთ გავცდეთ სტანდარტულ ჩარჩოებს და შედარებით მაღალი აკადემიური შედეგების მქონე მოსწავლეთათვის, სკოლის ბაზაზე გავხსნათ ინგლისური ენის შემსწავლელი წრე, სახელწოდებით “English Club”, სადაც მოსწავლეები ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან და კვირაში ორჯერ, ძალიან საინტერესო და ორიგინალურ აქტივობებზე დაყრდნობით ცოდნას გაიღრმავებენ. განსაკუთრებული აქცენტი მეტყველებისა და მოსმენის უნარების განვითარებაზე გაკეთდება. გაკვეთილები საინტერესო იქნება იმდენად, რამდენადაც ძალიან სახალისო აუდიო-ვიდეო რესურსებით იქნება გაჯერებული. 

გარდა ამ აქტივობისა, რითი ცდილობთ მოსწავლეების კრიტიკული და ანალიტიკური უნარების განვითარებას?

გარდა ამისა, სკოლაში მოსწავლეებში კრიტიკული და ანალიტიკური უნარების ჩამოსაყალიბებლად, თვეში ორჯერ საინტერესო თემებზე, საინტერესო დისკუსიების გამართვაც იგეგმება, რომელშიც მაღალი კლასების მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას და ის სააქტო დარბაზში გაიმართება. 
 
ვიცით, რომ საკმაოდ რთული, თუმცა ამავდროულად საინტერესო წელი გველოდება და გვჯერა, რომ მონდომება და საქმისადმი უანგარო სიყვარული წარმატებასთან აუცილებლად მიგვიყვანს.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატისტიკას ასაჯაროებს

„ვინც ხვალ აბარებს ისტორიას, ვეტყოდი...“ - აბიტურიენტები ისტორიის ტესტზე საუბრობენ და თანატოლებს რჩევებს აძლევენ

გამოქვეყნდა მასწავლებლების გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტები

პირველი მსოფლიო ომი ისტორიის მეორე სესიაზე - ტესტირებიდან გამოსული პირველი აბიტურიენტის კომენტარი

როგორ უნდა გადაამოწმოთ, ბაღში ნამდვილად დაარეგისტრირეთ თუ არა ბავშვი - განმარტება 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება