სიახლეები
სიახლეები

ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ამ კვირაში წარმატებული და იღბლიანი იქნება - რა ხდება 20 თებერვალს და რის გაკეთებას გვირჩევენ ასტროლოგები?
17-02-2020
-
+


ამ კვირიდან პლანეტა მერკური ხდება რეტროგრადული - უკან მოძრავი. ამის ფონზე, რთულდება კომუნიკაცია, მოლაპარაკებები, იდეების რეალიზაცია. თუმცა საინტერესო იდეების განხორციელება, შეგიძლიათ შაბათამდე მოასწროთ, შემდეგ უკვე ნეგატიური ტენდენციები თანდათან გაძლიერდება.

ხვალ სკანდალების ალბათობა მაღალია, არასწორი იურიდიული ან პოლიტიკური მოქმედებების შედეგად.

19 თებერვალს მზე ტოვებს მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს და თევზებში ინაცვლებს. ჩვენს ხასიათში მოიმატებს რომანტიული განწყობა, მგრძნობიარობა, სენტიმენტალურობა. მთავარია სრულად არ გადახვიდეთ ილუზიებში და რეალობის შეგრძნებაც შეინარჩუნოთ.

20 თებერვალს არის ამ კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, საკრალური დღე - ოცნებებისთვის. 20.02. 2020 ამ ციფრების კომბინაცია სძენს ასტროლოგიურად დიდ მნიშვნელობას ამ დღეს. საღამოს, 20:00 საათზე ორი სანთელი აანთეთ და ჩაუთქვით ის სურვილები, რაც ამ წელს გსურთ აგისრულდეთ.

ამ კვირის განმავლობაში შაბათ-კვირაც ითხოვს დიდ ყურადღებას, ახალმთვარეობაა.

ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი:  სანამ მერკური აიღებს სტარტს, საშუალება გაქვთ იდეები განახორციელოთ. სხვადასხვა ექსპერიმენტის დროა, ყველაფერი გამოგივათ. უნდა იაქტიუროთ. კონტაქტები დაამყაროთ და საჭირო ინფორმაცია მიიღოთ.

კურო: მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. სხვა მხრივ, კარიერული წინსვლის და  ხელმძღვანელებთან ურთიერთობისთვის კარგი პერიოდია. 19 თებერვლის შემდეგ წარმატების ფაქტორი კიდევ უფრო მოგემატებათ.

ტყუპები: ქორწინებისთვის, ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის კარგი პერიოდია. ამ კვირაში ყოველ მხრივ სასიკეთო შანსები გაქვთ და გამოიყენეთ.

კირჩხიბი: წარმატებების სიო უბერავს თქვენთან და თავადაც იგრძნობთ, რომ თქვენი დრო იწყება. შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად კარგი დღეებია. საინტერესო და პერსპექტიული პერიოდი გაქვთ, თუმცა ეს ყველაფერი შაბათ-კვირის გარდა. ეს ორი დღე შედარებით ნეგატიურია.

ლომი: კარგი კვირა გაქვთ, თუმცა შაბათ-კვირას ცოტა დაღლილობას იგრძნობთ. კარგი იქნება თუ ამ ორ დღეს დასვენებას მოახერხებთ. იქამდე კი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოახერხებთ, შეიძლება ახალი ფინანსური წყაროც კი გამოგიჩნდეთ. პირადი ურთიერთობებისთვისაც ერთ-ერთი კარგი დროა.

ქალწული: ნელ-ნელა უკეთესობას იგრძნობთ, დასრულდება გაორების პერიოდი. უფრო აქტიური ხდებით და საქმიანი ენერგიაც გემატებათ. ინტუიცია გემატებათ და ურთიერთობაც უფრო გაადვილებულია, ხელმძღვანელებსა თუ კოლეგებთან. თქვენი ავტორიტეტიც უფრო მოიმატებს.

სასწორი:  შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად კარგი დრო გაქვთ. დიდ წარმატებას მიაღწევთ, აღმაფრენა გაქვთ. საინტერესო იდეების ორიგინალურად განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. შეიძლება წიგნიც დაწეროთ. რომანტიული კავშირებისთვისაც შესანიშნავი დროა, ქარიზმატული ხართ.

მორიელი: თქვენ სახლში დიზაინს მოიწესრიგებთ. განსაკუთრებული სურვილი გაქვთ საცხოვრებელი პირობების მოწყობის. ამაზე იქნება თქვენი მარგი ქმედების კოეფიციენტიც დამოკიდებული. ახლობლებთან ურთიერთობა და ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ.

მშვილდოსანი:  ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ხართ ამ კვირაში. ყველა მხრივ საუკეთესო პერიოდი გაქვთ.

თხის რქა: სარისკო ფინანსური ოპერაციებისგან თავი შეიკავეთ. პროფესიული წინსვლისთვის და შინაგანი საუკეთესო თვისებების გამოსავლენად კარგი დროა. გავლენის სფეროს გაფართოების შანსი გაქვთ.

მერწყული:  საინტერესო იდეების განხორციელებას შეძლებთ. ეს კვირა გამოიყენეთ საინტერესო კონტაქტების, შეხვედრების და საქმეებისთვის. თანადგომაც გექნებათ ახლობლებისგან. იმ კვირიდან ნეგატიური ტენდენციები იმატებს.

თევზები: როგორც იქნა ამოისუნთქავთ. თქვენი დრო მოდის. წარმატება და იღბალი თქვენია, ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

პატარებმა, დამრიგებლის - მაკა ტალახაძის ხელმძღვანელობით, დედისის დღე აღნიშნეს
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება