დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
18-02-2020
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა.
შესარჩევი ტურის ტესტირებაში 11 მოსწავლე მონაწილეობდა.
მეორე ეტაპზე მე-9 კლასის მოსწავლე, თამარ სარგისიანი, გადავიდა.
51-ქულიანი ბარიერი კი სკოლის კიდევ 6-მა მოსწავლემ (აშოტ მისკარიანმა(8 კლ.), ლუსინე ხაჩატურიანმა(9კლ.), მერი მისკარიანმა (9კლ.), ანაჰიტ სარგისიანმა (10კლ.), ასტღიკ ხაჩატურიანმა (10კლ.), სარგის სარგისიანმა (10კლ.) გადალახა.
„ეტალონის“ მონაწილეებს სკოლის დირექტორმა, სილვა ამირიანმა, წინსვლა და გამარჯვება უსურვა და კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული მონაწილეობისთვის მათ სერტიფიკატები საზეიმოდ გადასცა.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. სკოლაში პირველი ეტაპის ტესტირებას ორგანიზება „ეტალონის“ პედაგოგმა გაუწია.
მიმდინარე წელს „ეტალონი“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს.