მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებით ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი ყოველწლიურად მზარდია.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საზღვარგარეთიდან საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა წლების მიხედვით, ასეთია:
2017 წელს – 369,
2018 წელს - 501,
2019 წელს - 579.
აღნიშნული მეთოდი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც გარკვეულმა ორგანიზაციებმა აბიტურიენტებს შესთავაზეს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშეც შეიძლებოდა. შეთავაზების მიზედვით, აბიტურიენტები ყოველგვარი გამოცდის გარეშე აბარებენ რამდენიმე სხვა ქვეყნის უნივერსიტეტში და ერთი სემესტრის გავლის შემდგომ მობილობით გადმოაქვთ საბუთები საქართველოს აკრედიტებულ უნივერსიტეტებში.
აღნიშნული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გასულ წელს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც უცხოეთიდან საქართველოში უნდოდათ სწავლის გასაგრძელებლად საბუთების გადმოტანა ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. თუმცა შარშან უწყებამ გამონაკლისი დაუშვა და მობილობის შედეგად მსურველები კვლავ გამოცდის გარეშე სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ. თუმცა წელს სტუდენტებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება მოუწიათ.
ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წელს ზოგადი უნარების გამოცდაზე 340-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა, ხოლო მინიმალური ზღვარი სტუდენტთა 20%-მა მოიპოვა. გამოცდა 5 თებერვლას ჩატარდა. ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად გამოცდის ჩაბარების საშუალება წელს სტუდენტებს აგვისტოშიც შეეძლებათ.
იხილეთ ასევე: საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა გამოცდის შედეგები ცნობილია - ზღვარი 80%-მდე აპლიკანტმა ვერ გადალახა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...