მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-საგანმანათლებლო კონკურსებში ხალისით ერთვებიან და გარკვეულ წარმატებასაც აღწევენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო-საგანმანათლებლო კონკურსებსა და ტურებში მონაწილეობა მოსწავლეებს ხდის ინტელექტუალურს და ხელს უწყობს მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.
„სასწავლო-საგანმანათლებლო ტურებში მონაწილეობა მოსწავლეებს ხდის ინტელექტუალურს, ასეთი ტურები ხელს უწყობს მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. სკოლის მოსწავლეები ხალისით ერთვებიან ასეთ ტურებში და გარკვეულ წარმატებასაც აღწევენ. ჩვენი სკოლის III-IV კლასის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი izrune.ge -ის მიერ ორგანიზებულ ელექტრონულ ტესტებში, რომელში მონაწილეობითაც დაჯილდოვდნენ ოქროსა და ვერცხლის დიპლომებით. გილოცავთ ბავშვებო. წარმატებებს გისურვებთ,“-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.
izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ, საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიება მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა