მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის 220-ე საჯარო სკოლა პირველია, რომელმაც ავტორიზაცია გაიარა. ამ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
220-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა სამხარაძე etaloni.ge-სთან აღნიშნავს, რომ ამ შედეგის მისაღებად სკოლაში სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს არის პირველი სკოლა, რომელიც ახალი ნომრით გაიხსნა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ ესაა პირველი საჯარო სკოლა, რომელმაც ავტორიზაცია გაიარა. სკოლა მუშაობას იწყებს და 2 მარტს დიდი ცერომონიისთვის ვემზადებით.
ეს იქნება თემის სკოლა, რომელიც 600 ბავშვზეა გათვლილი. წლების განმავლობაში ძალიან დიდი მოლოდინი იყო მოსახლეობაში ამ სკოლის გახსნის, რადგან ოპტიმიზირებულია სხვა სკოლასთან, რომლის ადგილზეც აშენდა ახალი სკოლა, ამდენად ძალიან დიდი მოლოდინია. აღსანიშნავია, ისიც რომ ბოლო დროს სკოლა ახალი ნომრით არ გახსნილა, მითუმეტეს ოპტიმიზაციის შემდეგ.
სრულიად ახალი ადმინისტრირებაა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა კომფორტზეა მორგებული. უკვე აყვანილი გვყავს მასწავლებლები. ამ ეტაპზე შენობის მოვლით და მომზადებით ვართ დაკავებულები.
პროექტი 2017 წლიდან იყო დაკვეთილი, თუმცა სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სკოლა კი ინსტიტუციურად 2019 წლის 5 აგვისტოს დამტკიცდა ყოფილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით. დანარჩენი პერიოდი დასჭირდა ავტორიზაციას“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ ერაძემ განაცხადა, რომ სკოლამ ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა.
„ეს ავტორიზაციის არსებობის ისტორიაში პირველი პრეცენდენტია, როდესაც საჯარო სკოლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს ავტორიზაციის პროცედურის გავლის გზით იღებს. პროცესს ყველა მხარე დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს და გვიხარია, რომ სკოლამ ყველა სტანდარტის დაკმაყოფილების შედეგად, დამსახურებულად მიიღო ავტორიზაცია. წარმატებას ვუსურებთ მას“ - ერაძემ.
მისვე თქმით, ცენტრში ინტენსიურად მიდინარეობს მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შემუშავებაზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებულ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონის საფუძველზე აქვთ მინიჭებული სახელმწიფოს მიერ აღიარებული ატესტატის გაცემის უფლება, ისინი ჩაერთვებიან ხარისხის განვითარების ყველა ღონისძიებაში, რასაც ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესთავაზებს. პირველი ეტაპი კი ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებაში სკოლების მიერ თვითშეფასების განხორციელება იქნება.
ცნობისთვის, საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი მომავალ სასწავლო წლიდან უნდა დაწყებულოყო თუმცა სამინისტროს ინიციატივით 2026-2027 სასწავლო წლისთვის გადაიდო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა