სიახლეები
ეტალონი

''ნამდვილი ცოდნის ზეიმი!'' - როგორ ეხმიანებიან ''ეტალონის'' საზეიმო ფინალს სოციალური ქსელის მეშვეობით
27-06-2017
-
+


24 ივნისს ბათუმმა ''ეტალონის'' გრანდიოზულ ღონისძიება-კონკურსს უმასპინძლა. 1176 კაცზე გათვლილმა საზაფხულო თეატრმა, 2000-ზე მეტი მაყურებელი დაიტია. ფეხზე მდგომი აუდიტორია 2 საათის განმავლობაში ოვაციებითა და ჩვეული ინტერესით ადევნებდა თვალს ღონისძიებას.

''ეტალონის'' საზიემო ფინალს საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი სოციალური ქსელის მეშვეობით ემოციებსა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ:

განახლების საჯარო სკოლა:

''ნამდვილი ცოდნის ზეიმი!''ეტალონმა'' კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ცოდნა არ იკარგება! განახლების საჯარო სკოლა მიწვეული იყო ქალაქ ბათუმში, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' ფინალურ შოუ-კონცერტზე.''




ნათია სულავა ქუთაისის N12 სკოლის დირექტორი:

''ძალიან მაგარი, არაჩვეულებრივად ორგანიზებული ღონისძიება, ყოჩაღ! წინსვლა და წარმატებები ჩვენი ქვეყნის ''ეტალონ'' ახალგაზრდებთან ერთად!''



თამაზ ცუცქირიძე სვერის სკოლის დირექტორი:

ძალიან კარგები ხართ ყველანი! მადლობა მთლიანად ''ეტალონს''. მე უკვე ერთი თქვენგანი ვარ.'' 



თეონა ადეიშვილი ვანის N2 სკოლის დირექტორი:

საუკეთესო გუნდი...



იზა ჭაჭაშვილი:

''სირცხვილია ამდენ ტელევიზებს შორის, დროს რომ არ უთმობენ, ასეთ კარგ პროექტს, თქვენი დიდი გულშემატკივარი ვარ ბატონო გოჩა, ჩემი შვილიც იყო წლების წინ თქვენი გადაცემის ფინალისტი, საინგილოდან. თქვენმა გადაცემამ ის გახადა წარმატებული სტუდენტი, ჯარისკაცი, პოეტი, მარნეულის საუკეთესო მასწავლებელი და ბუღალტერი და რაც მთავარია, საუკეთესო ადამიანი და შვილი.''



მაია თეთრაშვილი:

''ასეთ საინტერესო პროექტს ტელეეთერი აუცილებლად უნდა ჰქონდეს! წარმატებები.''



ბონდო ხვედელიძე:

''ეტალონი'' -პროექტი ნამდვილად იმსახურებს სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას! 24 ივნისს ბათუმში ნამდვილი ცოდნის ზეიმი ვნახეთ, მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს თავდადებისათვის, სამინისტროს მხარდაჭერისათვის!''




ეკატერინე ჯოხარიძე:

''ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ბავშვები! სულ წარმატებებით ევლოთ მთელი ცხოვრება!''



დოდონა ჭყონია საქობოს სკოლის დირექტორი:

''დაუვიწყარი და ემოციებით სავსე დღე, კიდევ ერთი წარმატება, გამარჯვების სიხარული. ვულოცავ საქობოს საჯარო სკოლის საამაყო მოსწავლეს სოფი ყარალაშვილს დიდ წარმატებას. მინდა პირადად მადლობა გადავუხადო საგანმანათლებლო პროექტ ''ეტალონის'' სულის ჩამდგელს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მის გუნდს, სიღნაღის მუნიციპალიტეტს და დეპუტატს ბატონ შიოლაშვილს თანადგომისთვის. ბატონ ნიკო ბაკაშვილს, ქალაქ ბათუმის მერიას გულთბილი მასპინძლობისათვის, ყველას ვინც გაიზიარა ჩვენი წარმატება, ემოციები და სიხარული...''




იზოლდა ბუღათრიშვილი ვაქირის სკოლის დირექტორი:

''საქობოს საჯარო სკოლის დირექტორს, პედკოლექტივს, სოფო ყარალაშვილს და მის მშობლებს გილოცავთ დიდ წარმატებას! მე პატივი მხვდა წილად ბათუმში მენახა და გამეზიარებინა ეს დიდი სიხარული! გისურვებთ წარმატებებს!'' 
 



ბათუმის N2 სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თაუნა ბაჯელიძე:

''ძალიან დიდი მადლობა, ბატონო გოჩა. თქვენ ხართ ჩვენი დროის გმირი... მინდოდა იმ დღეს მოვსულიყავი და მეთქვა მადლობა, მაგრამ ემოციებში ვიყავით ყველა და არ მოხერხდა.. მე გახლავართ მიხეილ პაპუნიძის ინგლისური ენის პედაგოგი... ზუსტად 9 წელია მიშას ვხვდები ყოველდღიურად... მე პირველად ვნახე მიშიკო ბედნიერი 24 ივნისს. მისი თვალები ბრწყინავდა, როცა ფინალის შემდეგ ვნახეთ... მადლობა ამ ადამიანობისთვის და მადლობა ამ სიყვარულისთვის...''




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება 

ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ თანამშრომლებს დაეხმარა

ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციისთვის - მოსწავლის საგამოცდო დრო და ადგილი ბარათზეა მითითებული 

ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეს, რომელიც კვიპროსში ფეხბურთის სათამაშოდ გაემგზავრა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

 ალათუმანის საჯარო სკოლის V-VI კლასის მოსწავლეებმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება