სიახლეები
საინტერესო

რა ღირს აბიტურიენტობა? - ეროვნული გამოცდების საფასური უბნების მიხედვით და „თაღლითი რეპეტიტორები“
24-06-2020
-
+


აბიტურიენტობა - ეს ის პერიოდია, როდესაც მოსწავლე ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება და შესაბამისად, რეპეტიტორებს ეძებს. რეპეტიტორის შერჩევისას მოსწავლეები და მათი მშობლები მასწავლებლის პროფესიონალიზმის გარდა,  სწავლის საფასურსაც ითვალისწინებენ. ამასთან, წელს, კორონავირუსის პანდემიამ კერძოდ მომზადების ფორმატიც შეცვალა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ნახევარი სემესტრზე მეტი ონლაინ რეჟიმში მოუწიათ გაკვეთილების გავლა, თუმცა ეს ცვლილება გადასახადზე არ ასახულა. 

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საგანში მომზადება განსხვავებული თანხა ჯდება. სწავლის ფასი კი განსხვავდება საცხოვრებელი ადგილის  მიხედვით. მაგალითად, თბილისის ცენტრში მომზადება ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე გარეუბნებში, რეგიონებში კი უფრო ნაკლები, ვიდრე დედაქალაქში.

წლებთან ერთად აბიტურიენტობაც უფრო ძვირი ჯდება. მაგალითად, თუ ათი წლის წინ ინგლისურში მომზადება 80-90 ლარი ღირდა, დღესდღეობით საშუალოდ 150 ლარია. იგივე შეიძლება ითქვას ქართულ ენასა და ლიტერატურაზეც. ისტორიაში მომზადების ფასი კი წლების წინ 50 ლარიდან იწყებოდა, ახლა კი საფასური გაორმაგებულია და საშუალოდ, 100 ლარს შეადგენს.

Etaloni.ge დაინტერესდა, რა ღირს აბიტურიენტობა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ თბილისის ცენტრში, გარეუბნებში და რეგიონებში მომზადების ფასი ბევრად განსხვავებულია.

მაგალითად, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მომზადება 800-1000 დოლარი ღირს, ინგლისურში - 1000-1500 დოლარი.

დიდ დიღომში ქართულში მომზადება საშუალოდ 1500 ლარია,  1500-1700 ლარში მერყეობს ინგლისურის ფასი. ასევე ჯდება მათემატიკაში მომზადებაც.

თბილისის გარეუბნებში, ვარკეთილსა და გლდანში ფასები ასეთია: ქართული ენა და ლიტერატურა 1200-1500 ლარი, 1000-1200 მათემატიკა, 1200-1500 ინგლისური, ისტორია კი 1000-1200.

დიღმის მასივში ქართულში მომზადება 1500-2000 ლარი ჯდება, მათემატიკა – 1700 ლარი, ინგლისურში კი 1500-2500.

რაიონებში რეპეტიტორების ანაზღაურება გაცილებით ნაკლებია. მაგალითად, ახალციხეში ინგლისურში მომზადება 80 ლარია. ასევეა ქართულშიც. ისტორია კი - 50 ლარი. მსგავსი ფასებია სხვა რეგიონებში (არ იგულისხმება დიდი ქალაქები).

ფასების რადიკალურ განსხვავებას პედაგოგის თვითშეფასება განაპირობებს. მაგალითად, თუ რეპეტიტორი ეროვნული გამოცდების გამსწორებლებს შორისაა, ის მოსწავლეებისგან გაცილებით მეტ თანხას ითხოვს, რაც საშუალოდ 1200-1500 დოლარია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი რეპეტიტორი მოსწავლეების მოზიდვის მიზნით ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ეროვნული გამოცდების ტესტების გამსწორებელია ან კავშირი აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან, ზოგი იმასაც კი ამბობს, თითქოს წინასწარ იცის ტესტები, რომელიც მოსწავლეს გამოცდაზე დახვდება, ამ ინფორმაციის საფუძველზე ისინი აბიტურიენტებისგან გაცილებით მეტ თანხას ითხოვენ, ვიდრე „უბრალოდ მასწავლებლები". 

Etaloni.ge ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად რეპეტიტორები.

როგორც პედაგოგები ამბობენ, ეროვნული გამოცდები არ არის იმ სირთულის, რომ მოსწავლემ ზღვარი ვერ გადალახოს თუ სკოლაში საშუალოდ სწავლობს.

მასწავლებლები რამდენიმე მიზეზს განმარტავენ, თუ რატომ ხდება საჭირო კერძოდ მომზადება და რატომ ვერ აძლევს მოსწავლეებს სკოლა ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად საკმარის ცოდნას.

პირველი მიზეზი კლასში ბავშვების რაოდენობაა. ამ თემაზე საუბრისას მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ კლასში ბევრი მოსწავლეა და მათ სხვადასხვა შესაძლებლობები აქვთ, შესაბამისად, ვერ დატვირთავენ ყველას ერთნაირად და ვერ მოსთხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლიათ.

მეორე მიზეზად პედაგოგები სახელმძღვანელოებს ასახელებენ. მათი თქმით, სახელმძღვანელოები არაა შედგენილი ისე, რომ მოსწავლეს ეროვნული გამოცდების ჩაბარებაში დაეხმაროს.

„წლების წინ ქართულ ენასა და ლიტერატურას ცალ-ცალკე საათები ეთმობოდა, გრამატიკაც საფუძვლიანად ისწავლებოდა. თანამედროვე სახელმძღვანელოების მიხედვით კი გრამატიკა, ფაქტობრივად, აღარ ისწავლება. ძალიან ზედაპირულად ისწავლება ენა სკოლაში, ეროვნულ გამოცდებზე კი საკმაოდ მაღალ დონეზე მოითხოვება. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომ მოსწავლე ქართულ ენასა და ლიტერატურაში რეპეტიტორთან მოემზადოს. რეპეტიტორები უფრო დეტალურად ასწავლიან გრამატიკულ საკითხებს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა პედაგოგმა ჩვენთან საუბარში.

მასწავლებლების ნაწილი ფიქრობს, რომ რეპეტიტორთან მომზადებისას მოსწავლეები, რადგან თანხას იხდიან, საგანს პასუხისმგებლობით ეკიდებიან და სწავლობენ.

„სკოლაში მოსწავლეების მცირე ნაწილი აღიქვამს, რომ კონკრეტული საგნების სწავლა ისევ თვითონ გამოადგება, უმრავლესობა კი „მასწავლებლისთვის სწავლობს“. გაუაზრებლად სწავლას და მხოლოდ გაკვეთილამდე მიტანილ ცოდნას კი შედეგი არ აქვს. ვფიქრობ, მოსწავლე ყურადღებით რომ უსმენდეს მასწავლებელს, ეროვნული გამოცდებისთვის, რეპეტიტორის გარეშეც საკმარის ცოდნას დააგროვებდა“, - აღნიშნავს პედაგოგი.

„ეტალონთან“ საუბარში მასწავლებლები ამბობენ, რომ მე-12 კლასელები სკოლაში არ დადიან, გაკვეთილებს აცდენენ,  შესაბამისად, ეროვნული გამოცდებისთვის სკოლაში ვერ აგროვებენ საკმარის ცოდნას. ასეთ შემთხვევაში კი აბიტურიენტები ერთადერთ გამოსავალს რეპეტიტორთან მომზადებაში ხედავენ.

საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ საშუალოდ მშობლებს აბიტურიენტის მომზადება  სამ საგანში ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ერთ წელში 3 000$ უჯდებათ, გლდანსა და ვარკეთილში დაახლოებით 4 000 ლარი, დიღმის მასივში დაახლოებით 5 000 ლარი, დიდ დიღომში კი - 4 500 ლარი. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ფიზიკაში ევროპის ოლიმპიადას (EuPhO 2024) წელს საქართველო მასპინძლობს

დამატებით ანაზღაურებას ბაღებში დასაქმებული  3 100 თანამშრომელი მიიღებს

ქიმიის საგამოცდო ტესტები გამოქვეყნდა - NAEC

მასწავლებლების საყურადრებოდ - სამოქალაქო განათლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

ავტორიზაციის საბჭო 18 სკოლის საკითხს განიხილავს

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N74 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ჯარმელიშვილი პასუხობს
სკოლები

ფარის საჯარო სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი ერთადერთ კურსდამთავრებულს ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრობს

აღსანიშნავია, მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება