მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გაკვეთილი, სადაც „ბუზის გაფრენის ხმა“ ისმის, მასწავლებლების სანუკვარი ოცნებაა, თუმცა მხოლოდ ერთეულები თუ ახერხებენ ამ ოცნების რეალობად ქცევას, მითუმეტეს, თანამედროვეობაში, როდესაც პედაგოგს ზედმეტი სიმკაცრის გამოჩენა მოსწავლის „დაბულინგებად“ ეთვლება. ამის მიუხედავად, არიან პედაგოგები, ვის გაკვეთილზეც მოსწავლეები ჩუმად არიან. საინტერესოა, რა არის მათი საიდუმლო და როგორ ახერხებენ მოზარდების მოთოკვას ისე, რომ მართლაც ბუზის გაფრენა ისმოდეს.
გთავაზობთ რამდენიმე ოქროს წესს, რომელიც ურჩი მოსწავლეების მოთოკვაში დაგეხმარებათ:
1. უპირველეს ყოვლისა, დაიმახსოვრეთ - ბავშვებისგან მონურ მორჩილებას ტყუილად ელით;
2. პირველივე გაკვეთილი განსაზღვრავს, ყურადღებით მოგისმენენ თუ არა. ესაა ე.წ. ნერვების თამაში და თუ დამარცხდით, არასრულწლოვანი ბულერების მსხვერპლი თავად აღმოჩნდებით. მერხიდან წამოძახილი, საგაკვეთილო პროცესის ჩაშლის მცდელობა, აგდებული პასუხები პედაგოგის კითხვებზე... ამ პრობლემებთან ბრძოლა პირველივე გაკვეთილიდან მოგიწვეთ, ამიტომ მიაჩვიეთ ბავშვები, ბოლომდე მოისმინონ სხვისი მოსაზრება და მხოლოდ ისინი გამოკითხეთ, ვინც ხელს იწევს;
3. ეცადეთ, დაუმეგობრდეთ კლასს. მუქარა - „ცუდ ნიშანს დაგიწერ“, „ჩაგიყვან დირექტორთან“, „გამოვიძახებ მშობელს“ - არ ჭრის. აჯობებს, ბავშვებს შესთავაზოთ, თავად შეადგინონ გაკვეთილზე ქცევის წესები. ასე დაინახავენ, რომ ენდობით და გარდა ამისა, საკუთარი ხელით შედგენილ კანონებს ნაკლებად დაარღვევენ;
4. აღმოაჩინეთ ბუნტისთავი და იპოვეთ მასთან მიდგომა. ცალკე ესაუბრეთ, მოისმინეთ მოთხოვნები, სურვილები და ასე განსაზღვრეთ სამოქმედო გეგმა;5. ჰიპერაქტიურ ბავშვებს გაკვეთილზე ინდივიდუალური დავალებები მიეცით, ასე მათი ყურადღების გადატანას შეძლებთ;
6. გაკვეთილზე გამოიყენეთ თამაშები, დანერგეთ სიახლეები, როგორც კი შეატყობთ, დაიღალნენ, უამბეთ საინტერესო ისტორია;
7. გაკვეთილი ცხოვრებისეული მაგალითებით გაამდიდრეთ; რაც მეტ დროს დაუთმობთ შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას, მით მეტი შანსი გაქვთ, დაიმსახუროთ მოსწავლეების ყურადღება;
8. არის შემთხვევები, როდესაც კლასში, ყველაფრის მიუხედავად, საშინელი ხმაურია. ეს მაშინ ხდება, თუ რამდენიმე ლიდერია ან ასეთი ქცევა უკვე ნორმად იქცა. მიეცით დამოუკიდებელი სამუშაო, რთული კითხვებითა და უჩვეულო პასუხებით.10. არასოდეს იყვიროთ, მაინც ვერ გადაფარავთ 20 ბავშვის ხმას და კიდევ დაფიქრდით - თავად თუ მოგწონთ, როდესაც გიყვირიან?
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა