მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის თივის საჯარო სკოლის მე-7 კლასში პროექტი - „სამკურნალო მცენარეები“ განხორციელდა.
პროექტს ბიოლოგიის მასწავლებელი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის განხორციელების იდეა ხეების გაჩეხვამ წარმოშვა. მოსწავლეებმა შეისწავლეს სხვადასხვა ტიპის მცენარეები და მათი აგებულება.
„ამ პროექტის განხორციელების იდეა ხეების გაჩეხვამ წარმოშვა, მცენარეები მარტო ჟანგბადის წყარო კი არაა დედამიწაზე, არამედ მათ შეიძლება „მწვანე ხალათიანი ექიმებიც" კი ვუწოდოთ. მოსწავლეები სიღრმისეულად ჩასწვდომოდნენ მათ მნიშვნელობას. შეისწავლეს სხვადასხვა ტიპის მცენარეები და მათი აგებულება და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მცენარის ყველა ორგანოს დიდი მნიშვნელობა აქვს.
პროექტებით სწავლება შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
მთელი პროექტის განმავლობაში მოსწავლეები მოტივირებული იყვნენ, ეს გამოცდილება მოსწავლეებს დაეხმარა არამარტო ცოდნის შეძენაში, არამედ ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა ჯგუფური მუშაობა, სხვისი აზრის გაზიარება, კონკურენტულ გარემოში თავის წარმოჩენა, აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა და ორგანიზატორული უნარები“, -აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაციაზე