მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“- ამ დევიზით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელი მაია არახამია გახლავთ.
კლუბის წევრებმა შექმნეს პოსტერები, პლაკატები, კედლის გაზეთი და უმცროსკლასელებთან ერთად სოფლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.
კლუბის წევრებმა პატარებს აუხსნეს ბიბლიოთეკაში ქცევის წესები, დაეხმარნენ საბავშვო წიგნების შერჩევაში, ასევე ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ინგა ფიფიამ მოსწავლეებს აუხსნა, რომ მათ შეეძლოთ ელექტრონული
წიგნებითაც სარგებლობა. ისაუბრეს მწერლებზე, პოეტებზე, ამ დღის მნიშვნელობაზე.
კლუბის წევრები ეწვივნენ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და მათ სიმბოლურად ზღაპრები წაუკითხეს. პატარებმაც წაიკითხეს ლექსები და გაიხსენეს მათი საყვარელი ზღაპრის გმირები.
დღემ ხალისიანად ჩაიარა.
სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო