მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შაუხევის მუნიციპალიტეტის გოგინაურის საჯარო სკოლაში ჩატარდა წიგნის კითხვის კვირეული. სკოლა მუდმივად ზრუნავს, რომ მოსწავლეებს წიგნის ინტერესი და სიყვარული ჰქონდეთ.
„თანამედროვე დინამიურ საზოგადოებაში უფრო ძნელი ხდება ბავშვის კითხვით დაინტერესება, მიუხედავად ამისა, წიგნის როლი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის უცვლელია. მსოფლო სწრაფად იცვლება, უფრო და უფრო ვირტუალური და მულტიმედიური ხდება, შესაბამისად, კითხვის პოპულარიზაციისათვის არსებული საშუალებები საჭიროებს ცვლილებებს, რათა თანამედროვე მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს.
გთავაზობთ მოსწავლეების მიერ მომზადებულ ვიდეო რგოლს, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ბავშვებსა და თინეიჯერებში კითხვის პოპულარიზაციისათვის.
ვიმედოვნებთ, მსგავს პროექტებს განვახორციელებთ მომავალშიც. ეს არის პატარა, მაგრამ საჭირო ნაბიჯი, რომელსაც დიდ ცვლილებებისკენ მივყავართ. აქტიური მონაწილეობისათვის მოსწავლეებს: ლერი, თებრონე, გულისა, სალომე გოგიტიძეებს და თამილა ბერიძეს სკოლის დირექცის მიერ გადაეცათ სიგელები“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო