სიახლეები
ეტალონი

„გამორჩეულად გონიერი და მიზანდასახული მოსწავლეა“- სიღნაღის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
21-02-2020
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობით, სიღნაღის საჯარო სკოლაში ჩატარდა. 

ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მადონა ბატიაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ხათუნა აღამონაშვილი, სამსახურის წარმომადგენელი თამარ ჯოხარიძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ნანობაშვილი,  სიღნაღის რესურსცენტრის უფროსი ლია ბეჟაშვილი, მუნიციპალიტეტის და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მადონა ბატიაშვილი ფინალში გადასულ მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს:

„ტრადიციულად, არაჩვეულებრივად ჩაიარა „ეტალონის“ ტურმა, გამარჯვებულები გამოვავლინეთ. ყოველწლიურად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი წარმოჩინდეს. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა ასახელეს თავიანთი სკოლები. მომავალშიც ვაპირებთ, გავაგრძელოთ ამ პროექტში მონაწილეობა. „ეტალონი“ ახალგაზრდებს აძლევს სტიმულს, რომ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ. შემდეგ ტურში გადასულ მოსწავლეებს ვუსურვებდი, კიდევ უფრო გაეღრმავებინოთ ცოდნა, დაეძლიოთ მეტი სირთულეები და ჩვენი რაიონი და თავიანთი სკოლა კიდევ ერთხელ ესახელებინოთ.“

მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი თამარ ჯოხარიძე „ეტალონს“ „კეთილ შეჯიბრს“ უწოდებს: 

„ნამდვილად საზეიმო დღე იყო სიღნაღის საჯარო სკოლაში. ძალიან წარმატებით ჩაიარა პირველმა ტურმა. წელს ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა „ეტალონს“, მოსწავლეებს ძალიან ბევრი გულშემატკივრობდა. რაც იმაზე მეტყველებს, რომ პროექტში უფრო მეტი ადამიანია ჩართული. საუკეთესო შედეგი აჩვენეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებმა. ძალიან სწარაფად სცემდნენ კითხვებს პასუხებს. მოსწავლეები, რომლებიც ამ პროექტში მონაწილეობენ, ისედაც გამარჯვებულები არიან. ყველა კმაყოფილი იყო. გუშინ სიღნაღში ერთი ლამაზი და საზეიმო დღე იყო. 

მოსწავლეებს „ეტალონში“ მოსწონთ ის, რომ ეს ყველაფერი „კეთილი შეჯიბრია“. ყველას უნდა, წარმოაჩინოს თავისი ცოდნა და მოტივაცია უფრო უმაღლდებათ. ყველა ცდილობდა პირველობას. რასაც ვუყურე, წამებში იყო სხვაობა და გამარჯვება. თითქმის ყველა მოსწავლე კარგად სცემდა პასუხებს, ცოდნის დემონსტრაცია კი მოტივაციას უფრო უმაღლებდათ. საკუთარი თავის წარმოჩენა, კეთილი გაგებით, ძალიან კარგია და ზუსტად ეს მოსწონთ მოსწავლეებსაც“.


სიღნაღის რესურსცენტრის უფროსი ლია ბეჟაშვილი გვიმხელს, რომ „ეტალონის“ერთგული თანამოაზრე და გულშემატკივარია:

„გულწრფელად ვულოცავ გამარჯვებულს, ძალიან გონიერი ბიჭია და ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ერუდირებულობა დღეს. პროექტ „ეტალონთან“ დიდი ხანია ვმეგობრობთ, ჩვენი მოსწავლეები დიდი სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას. ბავშვები მოტივირებულები არიან, მიაღწიონ წარმატებას, გაიმარჯვონ და მომავალი წლისთვისაც განსაკუთრებულად მოემზადნონ. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოჩას და მთელ გუნდს, რათა მოსწავლეებს თავის წარმოჩენის საშუალებას აძლევენ.“

ილიაწმინდას საჯარო სკოლის დირექტორი ნათია ცისკარაული გამარჯვებული შვილით განსაკუთრებულად ამაყობს და ამბობს რომ მის წარმატებაში ეჭვი არ შეჰპარვია:

„ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია, რომელიც მომავალი თაობის განათლების ამაღლებას ემსახურება. ჩემი სკოლა ყოველ წელს ჩართულია და ძალიან მიხარია, რომ წელს გამარჯვებულები გავხდით. პროექტი ნამდვილად ხელს უწყობს ახალგაზრდებს, გამოსცადონ თავისი შესაძლებლობები, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოჩას და მთელს შემოქმედებით ჯგუფს. დავითს ვულოცავ გამარჯვებას, ის გამორჩეულად გონიერი, მიზანდასახული და მშრომელი მოსწავლეა. ფინალისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მოვემზადებით და იმედი მაქვს გვასახელებს ოჯახს, სკოლას და მთელ მუნიციპალიტეტს.“

„სიღნაღის ეტალონი მოსწავლე“ დავით ქადაგიშვილი საკუთარ თავს ფინალისტებში მოიაზრებდა:

„იმედი მქონდა, რომ ფინალისტებში მოვხვდებოდი. გამარჯვება ძალიან გამიხარდა,  ახლაც ემოციებში ვარ, ფინალისთვის აუცილებლად განსაკუთრებულად მოვემზადები, რადგან ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ვეცდები, ვასახელო ჩემი სკოლა, მუნიციპალიტეტი და გავიმარჯვო.“

მეორე ადგილზე გასული, ხირსის საჯარო სკოლის მოსწავლის ელიზბარ ზურაშვილის, სკოლის დირექტორი თემურ ჯანიბეგაშვილი „ეტალონის“ ტელევიზიით დაბრუნებას მოუთმენლად ელის:

„ეტალონი“ შესანიშნავი პროექტია, სადაც ყველა მოსწავლეს თავისი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება აქვს. ძალიან კარგი იქნება, თუ ისევ დაუბრუნდება პროექტი სატელევიზიო სივრცეს. მეორე ადგილოსანი ელიზბარი ძალიან კარგი, პასუხისმგებლიანი მოსწავლეა და გააზრებული აქვს, რომ სწავლის და მონდომების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევს.“

მეორე ადგილზე გასული ლიზბარ ზურაშვილი პირობას დებს, რომ შემდეგ წელსაც მიიღებს მონაწილეობას და გაიმარჯვებს კიდეც:

„მეორე ადგილზე გასვლას არ მოველოდი და ძალიან გახარებული ვარ. ცოტა ვიჩქარე, 55 წამი გამოვიყენე, შემდეგ წელს აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას და შეცდომებს გავითვალისწინებ“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

მაღალმთიანეთის სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსების ოდენობები ცნობილია

2025 წლის პირველ სხდომაზე საბჭო სკოლების ავტორიზაციისა და მონიტორინგის შედეგებს განიხილავს

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება