სიახლეები
ეტალონი

„მოსწავლეები ტესტირებისთვის რამდენიმე თვით ადრე ემზადებიან“ - ბორჯომში ჩემპიონატის პირველი ეტაპი ჩატარდა
24-02-2020
-
+


20 თებერვალს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა. 

6 მარტს გაიმართება II ტური, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მარინა ხუჯაძე:

„ტესტირება ბორჯომის 21-ვე სკოლაში ყველა წესის დაცვით ჩატარდა. „ეტალონში“ ჩართული ბავშვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. აქედან გამომდინარე ბავშვების მოლოდინი ძალიან მაღალია. მათთან ერთად ამ დღეებს ჩვენც ველოდებით. „ეტალონი“ საინტერესო, ეროვნული, ბევრი კარგის მომცემი პროექტია. ძალიან გვიხარია „ეტალონი“ ჩვენთან რომ ტარდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას გამარჯვებულისთვის ყოველთვიური ჯილდო, 150 ლარი, აქვს დაწესებული, რაც მათ მოტივაციას მატებს და მიხარია, რომ შესაძლებლობა გვაქვს ამ ფორმით წავახალისოთ „ეტალონი“ მოსწავლე“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი იზოლდა ლომიძე: 

„ეტალონის“ ტესტირებაში ტრადიციულად ყველა სკოლა ჩაერთო. ბავშვები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ. ტესტირების დღეს გადაღებული სურათები სოციალურ ქსელშიც კი გამოაქვეყნეს. მოკლედ, ცდილობდნენ, იბრძოდნენ, რომ კარგი შედეგები დაეფიქსირებინათ.

„ეტალონი“ მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს. რადგან ამას სისტემატური ხასიათი აქვს, მოსწავლეები ცდილობენ მომზადებულები შეხვდნენ. მოსწავლეების მზაობა, რომ წარმატებას მიაღწიონ, ძალიან დიდია. ტესტირებისთვის რამდენიმე თვით ადრე ემზადებიან და მიხარია, რომ მუდმივად მაღალი შედეგებით ასახელებენ ჩვენს მუნიციპალიტეტს“.


წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი: 

„ტესტირებაში მოსწავლეების ჩართულობა მაქსიმალური იყო. მე არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ ეს საგანმანათლებლო სივრცეში უპრეცედენტო პროექტია, რომელიც მოსწავლეებს ძალიან დიდი მოტივაციას მატებს, საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობას აძლევს. მასწავლებლებსაც ეხმარება დაინახონ თუ რა კუთხით არსებობს პრობლემა. შემდგომში იმ თემებს​ განვიხილავთ​, რომლებიც ბავშვებს გაუჭირდათ. 

მოსწავლეებს რომ ვეკითხებოდით, ტესტები როგორი იყო, ყველამ თქვა, რომ საინტერესო, თუმცა დაძლევადი. ჩვენც და მოსწავლეებიც ​მადლობელი ვართ, მუდამ ადრენალინში ვართ რომ  „ეტალონისთვის“ მზად ვიყოთ“.

წაღვერის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო ხრიკაძე: 

„ტესტირებაში 60-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. შედგებით, საერთო ჯამში, კმაყოფილები იყვნენ.მოსწავლეებს შემდეგ ეტაპზეც წარმატებებს ვუსურვებ და იმედი მაქვს ღირსეულად წარმოაჩენენ სკოლას“.

ბაკურიანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მერი კინკრიაშვილი: 

„ჩვენი მოსწავლეები უკვე რამდენიმე წელია „ეტალონში“ აქტიურად მონაწილეობენ, მათ ამის სურვილი თავად უჩნდებათ. მათ განსაკუთრებით მოსწონთ შეზღუდულები რომ არ არიან დროში და გადაწყვეტილების მისაღებად სწრაფი აზროვნება რომ უწევთ. არც მაშინ იძაბებიან, შეკითხვას თუ ვერ უპასუხებენ, რადგან შემდეგ დამატებით იძიებენ მასალას და იღრმავებენ ცოდნას“.

ტაძრისის საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა გოგოლაძე:

„პირველი ეტაპის ტესტირებამ ინსტრუქციის მიხედვით ჩაიარა. ჩემი დაკვირვებით, მოსწავლეებმა წინა წლებთან შედარებით შედეგებიც უფრო კარგი აჩვენეს და აქტივობაც უფრო მაღალი იყო. მოსწავლეებს, რომლებიც მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ, წარმატებებს ვუსურვებ.​ ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ და „ეტალონის“ საიტიც ძალიან მომწონს. მთლიანად პროექტს დადებითად ვაფასებ“. 

ტაძრისის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლილი შაყულაშვილი:

„ეტალონი“ ძალიან მომწონს. მოსწავლეები დაინტერესებულები და ბოლომდე ჩართულები არიან. პირველი ეტაპის ტესტირებას თავი, კარგად გაართვეს და ვნახოთ, რა შედეგი ექნებათ. ყველას წარმატებებს ვუსურვებ“.

ტაბაწყურის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და „ტალონის“ პედაგოგი ლელი აკოფოვი:

„ჩვენი სკოლა სომხურია, მოსწავლეებს ქართული ცოტა უჭირთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ „ეტალონში“ მაინც ძალიან აქტიურად იღებენ მონაწილეობას. ტესტირებაში თითქმის ყველა მოსწავლე იყო ჩართული. მე „ეტალონი“ ძალიან მომწონს, რადგან იგი მოსწავლეებს სტიმულს აძლევს. სახელმწიფო ენის სწავლაშიც ძალიან ეხმარება, ეს კი მათი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

​კორტანეთის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ გელაშვილი:

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ტესტირებაში მოსწავლეები მაქსიმალურად ჩაერთნენ. ზოგადად,  ასეთი აქტივობები ძალიან უყვართ და ინტელექტ-ჩემპიონატში დიდი სიხარულით მონაწილეობენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით წარმოჩენაც ძალიან უხარიათ. შარშან ჩვენი მოსწავლეები ათეულში მოხვდნენ და ძალიან გაგვახარეს.  „ეტალონი“მოსწავლეებს სწავლის სტიმულს მატებს, ამიტომ ძალიან მომწონს“.

კორტანეთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ინგა ლებანიძე: 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და მეცხრე კლასში სულ 4 მოსწავლე გვყავს, ოთხივე მათგანმა გამოთქვა მონაწილების სურვილი. შედეგებით კმაყოფილი ვართ. წლების განმავლობაში მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას ნამდვილად ვხედავთ. ტესტებს როდესაც ვამოწმებდით, ორმა ბავშვმა ისეთი კარგი შედეგი აჩვენა, ჩვენ თვითონაც გავოცდით. პასუხებს რომ გადავხედეთ, თავის შეკავება არ ჰქონდათ დაფიქსირებული, ანუ მათ სწორი პასუხებით დააგროვეს ეს ქულები. ჩვენ პროგრესს აშკარად ვხედავთ და მადლობა რომ „ეტალონი“ ამის დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს“.

ანდეზიტის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნათელა გელაშვილი-დუგაროვი:

„ტესტირებისას მეცხრეკლასელები უფრო აქტიურები იყვნენ, რადგან შარშან მონაწილეობის გამოცდილება ჰქონდათ, მერვეკლასელები კი ცოტა შეშინებული იყვნენ, რადგან გამოუცდელები იყვნენ. თუმცა რადგან რბილად და თბილად ავუხსენით ყველაფერი, გაითავისეს და კარგადაც გაართვეს თავი. ვნახოთ, როგორ შედეგებს დააფიქსირებენ. მოსწავლეები დროთა განმავლობაში გაუმჯობესებულია და მიხარია, რომ მათი მოტივაცია არ იკლებს. კარგია, რომ „ეტალონი“ ყოველწლიურად ტარდება“.

ბორჯომის N6 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ხაჩიძე:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რადგან ბავშვებს ნიჭიერების და საკუთარი სკოლის წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. მოსწავლეები წინასწარ ყოველთვის კითხულობენ  „ეტალონი“ როდის ჩატარდება და ემზადებიან კიდეც ამ დღისთვის. მათთვის გასული წლების ტესტებს ვბეჭდათ და მასწავლებლებთან ერთად მუშაობენ. ყველა მათგანს წარმატებას ვუსურვებ“.

ბორჯომის N6 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მანანა უხურგუნაშვილი:

„წინა წელს ჩვენი მოსწავლე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“გახდა და მერიისგან საჩუქრად ყოველთვიური სტიპენდია, 150 ლარის ოდენობით, მიიღო. მოსწავლეებში „ეტალონის“ მიმართ ინტერესი ყოველთვის ძალიან დიდია. წელს ტესტები თავიდან ცოტა რთული მოეჩვენათ, თუმცა საბოლოოდ კმაყოფილები იყვნენ, რადგან დაშვებულ შეცდომებზეც იმუშავეს და დამატებითი ინფორმაციაც მოიძიეს“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილება შევიდა მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში 


საბავშვო ბაღების დაფინანსება 16 მილიონით მცირდება - თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობილია

საქართველოს მასშტაბით დაფინანსდა 14 საგანმანათლებლო დაწესებულების 15 კურსი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

ეს დღე ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის


კონკურსის მიზანი იყო გაეზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და გამოევლინა საუკეთესო მოსწავლე 

სასკოლო საზოგადოება თითოეულ მოსწავლეს, მაწავლებელსა და მშობელს დიდ მადლობას უხდის ასეთი ლამაზი დღისთვის

საკლასო სივრცე ზღაპრულად - შემოდგმის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით იყო მორთული

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება