მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
9 წლის ავსტრალიელი ბიჭი, რომელიც თანაკლასელების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა, სიკვდილს ნატრობს. „დანა მომეცი, რომ თავი მოვიკლა“ - ამბობს მომტირალი კვადენი ვიდეოში.
ვიდეო სოციალურ ქსელში ბიჭის დედამ ბულინგის მორიგი ფაქტის შემდეგ გაავრცელა. როგორც იარაკა ბეილი ვიდეოში ამბობს, კვადენს კლასში იმის გამო დასცინიან, რომ ის ტანდაბალია და ეს არ არის პირველი შემთხვევა. „ეს არის ის შედეგი, რაც ჩაგვრას მოჰყვება“, - ამბობს ბავშვის დედა.
ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს და მთელი მსოფლიო მოიცვა.
ბიჭის ამბავს, ცნობილი ადამიანებიც გამოეხმაურნენ, რომელთა შორისაც მსახიობი ჰიუ ჯეკმანი და ჯეფრი დინ მორგანი არიან. მათ ვიდეო მიმართვა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელეს, სადაც ბიჭს ამხნევებენ და ეუბნებიან, რომ ისინი მისი მეგობრები არიან. ამასთან ყურადღება გაამახვილეს ბულინგზე და საზოგადოებას მეტი სიყვარულის გაზიარებისკენ მოუწოდეს.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ინტერნეტში ბიჭის მხარდასაჭერად შეიქმნა ფონდი, რომლის დახმარებითაც ადამიანები მას დისნეილენდში წასასვლელად ფულს უგროვებდნენ. ანგარიშზე უკვე 70 ათასი დოლარი შეგროვდა
სოციალურ ქსელში შეიქმნა ჰეშთეგი #WeStandWithQuaden - „ჩვენ ვდგავართ კვადენთან“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა