მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, დღეიდან შეინიშნება დაძაბულობა და არასტაბილურობა. დედამიწის ენერგეტიკა სუსტდება.
ამ კვირაში რამდენიმე საყურადღებო დღეა. ხვალ, განსაკუთრებით საღამოს საათებში ორპირ ადამიანებთან ურთიერთობისგან თავი შეიკავეთ. ჩვენგან ოთხშაბათიც ითხოვს ყურადღებას, საეჭვო ადამიანებთან იყავით ფრთხილად, შეცდომა არ დაუშვათ. პარასკევს ხელშეკრულებებზე ხელის მოწერისგან თავი შეიკავეთ, არ იმუშავებს და თავიდან გადახედვა მოგიწევთ. შაბათს კი იაფფასიან ნივთებს ნუ შეიძენთ, არ გამოგადებათ ან გაფუჭებული აღმოჩნდება.
ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის:
ვერძი - თქვენ გაქვთ ყველაზე დიდ პრობლემები, ენერგოტონუსი კლებულობს, ჯანმრთელობა არასტაბილურია. არ აიღოთ და გასცეთ სესხი, ეს დიდ პრობლემებს შეგიქმნით. არ ენდოთ მარტივად ადამიანებს და თავი შეიკავეთ სარისკო ქმედებებისგან, ეს თქვენს ფიასკოს გამოიწვევს. ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლეთ.
კურო - სერიოზული ცვლილებების დროა. გაუშვით ის ადამიანები და ყველაფერი, რაც ხელს გიშლით. ეს აუცილებელია, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს სიახლე. გახსოვდეთ, ამ კვირაში დაძაბულობაც გელით ხელმძღვანელებთან, ამან შეიძლება დაძაბოს ურთიერთობა როგორც სამსახურში, ისე სახლში. შეიძლება შეგეცვალოთ გეგმები, ახალ სამსახურში გადასვლაც კი შეიძლება დაგჭირდეთ.
ტყუპები - ყურადღება გმართებთ, თქვენი უსისტემო მუშაობა და ზედაპირული დამოკიდებულება მატულობს, რაც შეიძლება სამსახურსა და სახლში დაძაბულობის მიზეზი გახდეს. ზოგიერთი პარტნიორი უკმაყოფილი იქნება თქვენი პოზიციით. პასუხისმგებლობა აიღეთ თქვენს ქმედებებსა და სიტყვებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შანსები დაკარგოთ.
კირჩხიბი - საუკეთესო პერიოდი გაქვთ, შარმიანები ხართ და გეძლევათ შანსი, რომ თქვენი იდეები განახორციელოთ. პროფესიონალურადაც წარმატებას მიაღწიოთ. ერთადერთი რაც გმართებთ, ეს არის თავდაჭერა. ეს თქვენი დროა.
ლომი - სიფრთხილე გმართებთ. ძველმა შეცდომამ, არასწორად დაკავებულმა პოზიციამ ახლა შეიძლება იჩინოს თავი და ახლა მოგთხოვონ პასუხი. თქვენ ახლა გჭირდებათ სიმშვიდე, ამით არ იქნებით ამით კმაყოფილი, მაგრამ კოსმოსი მოითხოვს ამას. 25 მარტიდან კარგი პერიოდი გეწყებათ, იქამდე კი გმართებთ ყურადღება.
ქალწული - ცვლილებების დრო გაქვთ, შეიძლება რადიკალურად შეგეცვალოთ მსოფლმხედველობა. რაც ადრე მოსწონდა, შესაძლოა ახლა აღარ მოეწონოს ან პირიქით. ეს არის წელი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის მის ცხოვრებას. სხვა კუთხით დაინახავთ პარტნიორებს, ახალი საქმის დაწყების შანსიც გაქვთ.
სასწორი - დაღლილობას იგრძნობთ და დასვენება მოგინდებათ. მაგრამ საქმე და ბევრი ვალდებულება ამის უფლებას არ გაძლევთ. გადაუდებელი საქმეები აუცილებლად უნდა შეასრულოთ.
მორიელი - ძალიან აქტიური ხდებით. საქმიანი კუთხით კარგი დროა. მაგრამ ზედმეტ აზარტში შედიხართ, თვითრწმენა გემატებათ, რამაც შეიძლება ყველაფერი დაანგრიოს და თავზე დაგემხოთ, რაც აქამდე შექმენით. სიხარული ნუ მოგატყუებთ, ემოციები აკონტროლეთ.
მშვილდოსანი - თქვენმა ზედმეტმა აქტიურობამ შეიძლება საზოგადოება შეაწუხოს, ამიტომ შეამცირეთ ის. კოსმოსი თქვენგან მეტი დრო დაუთმოთ საოჯახო ურთიერთობებზე. მნიშვნელოვანი საქმეები 4 მარტის შემდეგ დაგეგმეთ.
თხის რქა - ცვლილებები გაქვთ, რაც დაგაფიქრებთ. პარტნიორული ურთიერთგაგება გირთულდებათ, დიპლომატია, მაგრამ საკუთარი პოზიციის დაცვა გმართებთ. თუ მას მოახერხებთ, წარმატებული იქნებით.
მერწყული - იმუნიტეტი გიმცირდებათ, მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას და დასვენებას. ყურადღება მიაქციეთ პარტნიორთა აზრებს, თუ მათ ეს არ მოეწონათ, შეიძლება სერიოზული დისონანსი შემოიტანოს. თქვენი თანხვედრა აუცილებელია.
თევზები - საუკეთესო პერიოდი გაქვთ, თქვენი დროა. მზე გადის თქვენს ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ თქვენი კარგი თვისებების გამოვლენის საშუალება გეძლევათ. შედევრის შექმნაც კი შეგიძლიათ. თქვენი ავტორიტეტი იზრდება, იღბალს აფრქვევთ. იაქტიურეთ და ბევრ კარგ რამეს მოგილოცავთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...