მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით პროექტის - „ოლიმპიური დღე“ პრეზენტაცია შედგა.
პროექტის ფარგლებში გაიმართა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდა 4 გუნდი. თითოეულ გუნდს ჰყავდა მენტორი, გუნდებს მენტორობა გაუწიეს მე-11 კლასის მოსწავლეებმა. გუნდები წარმოადგენდნენ სხვადასხვა ქვეყანას ორ განყოფილებად - პრეზენტაცია და პერფომანსი. VIა და VIბ კლასების გართიანებულმა გუნდმა წარმოადგინა ესპანეთი, გუნდის მენტორი იყო მარიამ დარსაველია; VIIა კლასის გუნდმა - ინდოეთი, მენტორი რუსუდან ცქიფურიშვილი; VIIბ კლასის გუნდმა საბერძნეთი, მენტორი - ეთუნა სულუხია, ხოლო VIII კლასმა წარმოადგინა საქართველო, გუნდს მენტორობდა თათია აბზიანიძე.
კონკურსს აფასებდა კომპტენტური ჟიური: ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძე-სკოლის დირექტორი, მარიამ მამაიაშვილი-დირექტორის მოადგილე, მარინე კვარაცხელია - საქმის მწარმოებელი, საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები - ციალა ჩარგეიშვილი და თამარ მეშველიანი.
გუნდებმა ძალიან საიტერესოდ, შთამბეჭდავად და სახალისოდ წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება. დასასრულს სკოლის დირექტორმა, ნუნუ მანაგაძემ მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს და მონაწილე ბავშვებს, გაიმართა დაჯილდოება: „ოლიმპიური დღისადმი“ მიძღვნილ პროექტში
საქართველოს საუკეთესოდ წარმოდგენისათვის პრიზით და სიგელით დაჯილდოვდა VIII კლასის გუნდი, რომელმაც დააგროვა 50 ქულა და მოიპოვა 1-ლი ადგილი, მე-2 ადგილზე გავიდა და სიგელით დაჯილდოვდა VIIა კლასის გუნდი, მე-3 ადგილზე გავიდა და სიგელით დაჯილდოვდა VI კლასების გაერთიანებული გუნდი, ასევე, სიგელით დაჯილდოვდა მე-4 ადგილზე გასული VIIბ კლასის გუნდი.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მადლობას უხდიან მოსწავლეებს პრეზენტაციების მომზადებისთვის.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო