სიახლეები
ეტალონი

„უკვე მესამედ ვმონაწილეობდი და წელს ნანატრი გამარჯვების მოპოვებაც შევძელი“ - ხაშურის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
24-02-2020
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ხაშურის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა. 

ღონისძიებას შიდა-ქართლის გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე,  მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის წარმომადგენელი ხათუნა ელისაშვილი, ხაშურის რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე, მუნიციპალიტეტის და  საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

შიდა-ქართლის გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე
აღნიშნავს, რომ „ეტალონი“ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტია:

„ეტალონს“ მთელი საქართველო იცნობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. მიხარია, რომ საშუალება მაქვს მეც ვიყო ჩართული. მინდა წარმატება ვუსურვო, როგორც პროექტს, ასევე მის გამარჯვებულს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობაში „ეტალონს“ დიდი წვლილი შეაქვს.“

ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძის თქმით, „ეტალონი“ მოსწავლეებს თანამედროვე ეპოქაში გზას უკვლევს:

„ეტალონი“ შესანიშნავი პროექტია, გოჩა ტყეშელაშვილი ნამდვილად ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, რადგან განათლებას უწევს პროპაგანდას და მის მნიშვნელობას განუმარტავს ახალგაზრდებს. რაც მთავარია, აჩვევს სწრაფ, ლოგიკურ აზროვნებას და გზას უკვლევს ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში. მოსწავლეები ხაშურის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლიდან ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი პროექტში, რაც თავისთავად მახარებს. ვულოცავ გამარჯვებულს, ვუსურვებ, რომ ეს ყოფილიყოს მისი საგზური დიდი და წარმატებული ცხოვრების დასაწყისში“. 


ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი „ეტალონის“ მუდმივი მხარდამჭერია: 

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის. მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა უკვე წლებს ითვლის, მომავალშიც აუცილებლად აქტიური მხარდამჭერები ვიქნებით. ვულოცავ გამარჯვებულს, მჯერა, რომ ის ფინალშიც წარმატებებს მიაღწევს“.

ხაშურის რესურსცენტრის უფროსის ზვიად გოგუაძისთვის „ეტალონი“ სკოლების ჩართულობის კუთხით სამაგალითო პროექტია:

„ეტალონში“ ჩართული ვარ 2015 წლიდან, მინდა აღვნიშნო, რომ ის არის სანდო პარტნიორი, როგორც პერსონალურად, ასევე რესურსცენტრისთვის, ამას სკოლების ჩართულობაც ადასტურებს. მოსწავლეებისთვის პროექტი ნამდვილად ძალიან დიდი მოტივატორია. ბავშვები მონდომებულებია არიან. თავიანთი ცოდნის გამოვლენის საშუალება რომ ეძლევათ ეს ყველასთვის დიდი სტიმულია. ვულოცავ გამარჯვებულს და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ.“

ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ გაგლოშვილი გამარჯვებულს ახასიათებს და მის წარმატებას სკოლის მასწავლებლების გამარჯვებადაც აფასებს:

„ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია, რისთვისაც მადლობას ვუხდი ბატონ გოჩას და მთელს გუნდს. ჩემი სკოლა უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ჩართულია პროექტში. მარიამი არაჩვეულებრივი, ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლეა, ის არ ემზადება არცერთ რეპეტიტორთან, ვამაყობ რომ ოსიაურის სკოლას ყავს პროფესიონალი მასწავლებლები, რომლებიც წარმატებულ მოსწავლეებს ზრდიან.“

„ხაშურის ეტალონი მოსწავლე“ მარიამ მახარაშვილი ფინალისთვის განსაკუთრებულად მომზადებას გეგმავს: 

„ძალიან გახარებული ვარ, ჩემი სახელი და გვარის ფინალისტებში დასახელებისას ძალიან ავღელდი. „ეტალონში“ უკვე მესამედ ვმონაწილეობდი, თუმცა ათეულში პირველად მოვხვდი და წელს ნანატრი გამარჯვების მოპოვებაც შევძელი. ეს ნამდვილად ამაღელვებელი მომენტია ჩემთვის. ფინალისთვის აუცილებლად განსაკუთრებულად მოვემზადები, ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა. ყველა მოსწავლეს მინდა ვურჩიო, რომ არასოდეს დანებდნენ და აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზანს. “

მეორე ადგილოსანი თამარ ხაჩიძე იმედოვნებს, რომ ის მისი სკოლელებისთვის მისაბაძი იქნება:

„მეორე ადგილზე გასვლას არ ველოდი, ათეულის გამოცხადება რომ დაიწყეს, ვიფიქრე რომ ჩემს სახელ და გვარს აღარ იტყოდნენ. ემოცილებში ვარ, ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა, შემდეგ წელს აუცილებლად კვლავ მივიღებ „ეტალონში“ მონაწილეობას. იმედი მაქვს, რომ ჩემი სკოლელებისთვისაც მაგალითი ვიქნები და ისინიც აქტიურად ჩაერთვებიან, რათა ვასახელოთ ჩვენი პატარა სკოლა და სოფელი.“

წრომის საჯარო სკოლის დირექტორის ნანა პაპუაშვილის შეფასებით, თამარის მეორე ადგილი პატარა სკოლის დიდი წარმატებაა: 

„თამარი ძალიან ბეჯითი მოსწავლეა, მიუხედავად იმისა, რომ პატარაა ასაკით, სკოლაში ხუთი წლისა შევიდა და ახლა მეცხრე კლასშია, უკვე წარმატებულია. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, თუმცა „ეტალონში“ ყოველთვის აქტიურად ვართ ჩართული, თამარის გამარჯვება ჩვენი სოფლისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

ღონისძიება საერთო სიხარულის, ტრადიციების, სულიერების და კეთილშობილური ღირებულებების გაზიარებად იქცა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღონისძიებით - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“ დასრულდა
ღონისძიება თითოეული მოსწავლისთვის იქცა ცოდნის, ემოციისა და შემოქმედებითი გამოხატვის შესანიშნავ საშუალებად
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება