მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, სკოლის დირექციის დახმარებითა და უშუალო ხელშეწყობით, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში მოსწავლეთა ჩართულობა იყო მაღალი. ინტელექტუალური თამაშში 6 გუნდი მონაწილეობდა.
თამაშს, როგორც წამყვანი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ლევან ხაინდრავა უძღვებოდა.
ინტელექტუალურ თამაშში VII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც გახდა გუნდი - „ლამპარი“.
ამავე გუნდის წევრები გახლდათ ირაკლი ჯგერენაია, ანა კაკულია და ლაშა ჯგერენაია. გამარჯვებულებს, წამყვანსა და მონაწილეებს ასევე გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ სამომავლოდ ისურვებდნენ მსგავსი აქტივობების ჩატარებას.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო