სიახლეები
ეტალონი

''ძალიან გვიხარია სოფი ყარალაშვილის წარმატება'' - სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ინტელექ-ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გასული მონაწილის შესახებ
29-06-2017
-
+


2016-2017 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატი 2016 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობდა და 24 ივნისს ბათუმში გრანდიოზული ფინალით დასრულდა. ფინალურ ღონისძიება-კონკურსში 83 ''ეტალონი მოსწავლე'' მონაწილეობდა. მათ თავიანთი მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები წარმოადგინეს. 

საზეიმო ფინალს საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელი ესწრებოდა. ყველა მათგანი თავიანთი კუთხის ''ეტალონ მოსწავლეს'' გულშემატკივრობდა. 83 ფინალისტს შორის მე-2 ადგილზე გავიდა ''სიღნაღის ეტალონი მოსწავლე'' სოფი ყარალაშვილი. აღსანიშნავია, რომ მას და პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს ვახტანგ ჩაჩხიანს თანაბარი ქულები (90-90 ქულა ჰქონდა ორივეს) ჰქონდათ. გამარჯვებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი დრო აღმოჩნდა. ზუსტად 2,94 წამით მეტი დრო დასჭირდა სოფი ყარალაშვილს სწორი პასუხის დასაფიქსირებლად. მიღწეული წარმატებისთვის ''სიღნაღის ეტალონი მოსწავლე'' კომპანია ''ბათმშენი 2007-მა'' 6000 ლარიანი ფულადი პრიზით დააჯილდოვა, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 800 ლარიანი ვაუჩერი გადასცა. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სოფი ყარალაშვილს ულოცავენ წარმატებას და ფინალური ღონისძიების შესახებ თავიანთ განწყობა-შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი აღნიშნავს, რომ მთელი რაიონისთვის დიდი სიხარულია ''ეტალონში'' მიღწეული გამარჯვება:

''ძალიან ვნანობ, რომ ვერ ჩამოვედი ბათუმში. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, იქ რომ ვყოფილიყავი. თავისთავად სასიხარულოა ასეთი წარმატება ჩვენი რაიონისთვის - ასეთი მნიშვნელობის პროექტში, ამხელა წარმატება რომ მოვიპოვეთ. ძალიან კარგი ბავშვია სოფი. ''სიღნაღის ეტალონი მოსწავლე'' როდესაც გახდა, ლეპტოპით დავასაჩუქრეთ. ბათუმში, ფინალზე მისი ტრანსპორტირებაც ჩვენ დავაფინანსეთ. დიდი მადლობა ბატონ გოჩას ამ პროექტისთვის. აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი ბათუმში, მაგრამ ვერ შევძელი.''

სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი ლია ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ სოფი ყარალაშვილი არამარტო წარმატებული მოსწავლე, არამედ უნიჭიერესი პიანისტიცაა:

''სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე, რომ ''ეტალონის ფინალს'' დავსწრებოდი, თუმცა მიწვეული ვიყავი. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული თამაში იყო და მიხარია, რომ სოფიმ ასეთი წარმატება მოიპოვა. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობდით აქედან და ძალიან გვიხარია. ''ეტალონი'' რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ბავშვებისთვის, მე ამას სულ ვამბობდი და ახლაც გავიმაორებ. აქ ხდება ცოდნის თავმოყრა, ბავშვების წახალისება და გული მწყდება, რომ ცენტრალური ტელევიზიით აღარ გადაიცემა. პირადად ვიცნობ გადაცემის წამყვანსაც, ძალიან ვაფასებ და მინდა, ტელევიზიით გადიოდეს. რაც შეეხება სოფის, უნიჭიერესი გოგოა. მაქსიმალურად ჩართულია ყველანაირ ტრენინგში, აქვს მრავალმხრივი ნიჭი. ის არამარტო წარმატებული მოსწავლე, არამედ უნიჭიერესი პიანისტიცაა. მისგან ყოველთვის საუკეთესოს ველოდებით. ვულოცავ სოფის და ''ეტალონს'' ფინალის წარმატებით ჩატარებას.''

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა ტოკლიკიშვილმა ჩვენთან საუბრისას ''ეტალონის'' მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

''არაერთგზის აღვნიშნე, რომ "ეტალონი" ძალიან საინტერესო და საჭირო პროექტია, რადგან იგი ემსახურება ჩვენი ქვეყნის მომავლის განვითარებასა და წარმოჩენას. სიღნაღიდან საკმაოდ კარგი ბავშვი იყო წარმოდგენილი წელს ''ეტალონის'' ფინალში. მე შესარჩევ ტურს დავესწარი და შესანიშნავად წარმოაჩინა თავი. დარწმუნებული ვიყავი, რომ სოფი ყარალაშვილი ფინალზეც კარგად წარსდგებოდა.''

სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტი ''ეტალონი'' 11 წელია არსებობს. სამი წელია, რაც ტელევიზიით არ გადაიცემა. 2014 წლის  ''ეტალონის'' შემოქმედებითი გუნდი საქართველოს რეგიონებში გავიდა პროექტის ახალი, ნოვატორული სტრატეგიით. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' ჩატარება გულისხმობს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ''ეტალონის'' კონკურსების არასატელევიზიო ფორმატით ადგილებზე გამართვას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ანკეტის შევსების ვადები ცნობილია - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

რა ინფორმაცია აქვს სკოლას მოსწავლისა და მშობლის შესახებ

პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

დირექტორი მე-8 კლასელების მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ახლა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლის მოსწავლეებს და თანამშრომლებს დაურიგდათ ფლაერები საგზაო მოძრაობის წესების შესახებ

სენსორული ილუზიებით გამოწვეულმა ცნობისმოყვარეობამ მათ დაუვიწყარი ემოციური შეგრძნებები აჩუქა

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება