მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პოეზიას 9 წლის ასაკიდან ეზიარა, როცა სკოლაში ლექსის დაწერა დაავალეს; მოგვიანებით კი საბოლოოდ „მოიწამლა“. 19 წლის ზუკა ნემსაძე უკვე არაერთი შემოქმედებითი საღამოს ავტორია. პატრიოტული მოტივებიდან რომანტიკულ განცდებამდე არცთუ იოლი გზა განვლო; ამბობს, რომ მუზა ყველა პოეტს სჭირდება და არც თავადაა გამონაკლისი, თუმცა ყველაზე შემოქმედებითი, ზუკასთვის „უკარება იასამნის“ გავლენა ყოფილა - ამბობს, ამ გოგონამ ბევრი კარგი ლექსი დამაწერინა და მას ორი შემოქმედებითი საღამო მივუძღვენიო.
როგორ შეიჭრა პოეზია მის ცხოვრებაში, რა გზა განვლო მომავალმა ჟურნალისტმა სკოლიდან სდასუ-მდე და როგორ მოიპოვა საზოგადოების სიყვარული, Etaloni.ge ზუკა ნემსაძეს ესაუბრა.
- 9 წლის ვიყავი, როდესაც პირველი ლექსი დავწერე - სკოლაში დაგვავალეს. შემდეგ კი, 12 წლის ასაკიდან იწყებს პოეზია ფეხის გადადგმას ჩემს ცხოვრებაში. პირველი ლექსი საქართველოზე, სამშობლოს სიყვარულზე იყო, შემდეგ კი გაჩნდა გოგონა, რომელსაც ჩემი ლექსები მიეძღვნა. პოეზიის დანიშნულება ხომ სიყვარულია.
- ბევრი მუზა გყავთ?
- შემოქმედება მუზის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ყველაზე მეტად ერთმა გოგონამ იქონია გავლენა ჩემს შემოქმედებაზე - „უკარება იასამანს“ ორი შემოქმედებითი საღამოც კი მივუძღვენი... სწორედ ამ პერიოდში დავწერე ისეთი ლექსები, რომელიც თავადაც ძალიან მომწონს - მაშინ ყველაზე თავისუფალი ვიყავი.
- ასე, იოლად ჩაანაცვლეთ პატრიოტული მოტივები პირადი გრძნობებით?
- პატრიოტული მოტივები არ დამივიწყებია, უბრალოდ, გამოჩნდნენ გოგონები, ვისაც ლექსები მივუძღვენი. შემდეგ დავიწყე საღამოების ჩატარება და შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ ქობულეთის მერიამ დიდი მხარდაჭერა გამომიცხადა. უბედნიერესი ვარ, რომ ყველა ჩემს წამოწყებას, ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის მხარში და მინდა, ამის გამო მადლობა გადავუხადო. ისინი რომ არა, ახალგაზრდები ვერაფერს გავაკეთებდით - მოგეხსენებათ, მხოლოდ დარბაზის დაქირავება არაა საკმარისი, აპარატურა გჭირდება, ბანერი, აფიშა... არასოდეს დაუხევიათ უკან, ყურადღებიანები არიან, რეკავენ, გეკითხებიან, კიდევ რამით ხომ არ შეუძლიათ დაგეხმარონ. მადლობა მინდა გადავუხადო ქობულეთის ვიცე-მერს, დავით ვერულიძეს, რომელიც ყველა ჩემს წამოწყებას მხარში უდგას... ზოგადად, ქობულეთის განვითარებისთვის ბევრი რამ კეთდება - ახალგაზრდებს, სხვადასხვა პროექტსა თუ ქალაქის სასიკეთოდ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯში გვაქვს მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან.
- ამიტომაც არ გიფიქრიათ სხვაგან ცხოვრებაზე?
- ნებისმიერ დროს ჩაატარებ ღონისძიებას საქართველოს ნებისმიერ ქალაქში და ასეთი საღამოები ნამდვილად მქონია თუნდაც ბათუმში, მაგრამ სხვაა, როდესაც გინდა შენი ქალაქისთვის ბოლომდე დაიხარჯო. ამასთან, როდესაც გაქვს ხელშეწყობა, მხარში გიდგას შენი ქალაქი, მთავრობა, არც კი ფიქრობ სხვაგან წასვლას. მახსოვს, ახალგაზრდებმა გავაკეთეთ პროექტი - ტურნე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში - იმ მოსახლეობისთვის, ვისაც უჭირს ქალაქში ღონისძიებებზე ჩამოსვლა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია თხილიაშვილმა მანქანა გამოგვიყო და კვირაში ერთხელ, ბავშვებისთვის ღონისძიებებს ვაწყობდით.
- როგორც ვატყობ, აუდიტორიის სიმწირეს არ უჩივით... არადა, ისეთი პერიოდიც გვახსოვს, როდესაც კულტურა საერთოდ უკანა პლანზე გადავიდა.
- როდესაც ხელოვანი უყვარს მსმენელს, სთხოვს, ჩაატაროს საღამო. მე 19 წლის ვარ და როდესაც კულტურული ცხოვრება დავიწყე, იყო ზარები, შეტყობინებები - ველით შენს საღამოსო. როდესაც ადამიანები სიყვარულით არიან ანთებულები შენს მიმართ, უფლებაც არ გაქვს, სხვაგვარად მოიქცე. მესმის, ხელოვანს ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს და ამის გარეშე საკუთარი თავის რეალიზება გაუჭირდება, მაგრამ ის, რომ ვიღაცამ დაგბლოკა და საღამო ვერ ჩაატარე, არა მგონია სწორი მიდგომა იყოს. რაც შეეხება საზოგადოების სიყვარულს, საღამოების ჩატარება დავიწყე ქობულეთის მუზეუმში, რომელიც 80-იოდე სტუმარს თუ იტევდა. სულ არ მიცნობდნენ, ვინ ვიყავი, მაგრამ ინტერესის გამო მოდიოდნენ. ასე ნელ-ნელა იმატებდა ჩემი გულშემატკივრების რიცხვი და მოგვიანებით მივხვდი, რომ მუზეუმის დარბაზი აღარ იყო საკმარისი. შევუყვარდი იმიტომ, რომ მეც სიყვარულს გავცემდი მათ მიმართ და ახლა ჩემი მსმენელი უკვე მეგობრად შემიძლია მივიჩნიო.
- ახალგაზრდა პოეტს, რამდენად სერიოზულად აღგიქვამდნენ?
- ყოფილა შემთხვევა, როცა ვიღაც ირონიულად გიყურებს და იმაზე უკეთესი არაფერია, როდესაც შენს უპირატესობას უმტკიცებ. ტალახის სროლაც იყო, აგდებული დამოკიდებულებაც - წაიღო ტვინი თავისი ერთი ლექსითო - მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობენ ისინი, ვისაც ვუყვარვარ და სწორედ მათზე ვარ კონცენტრირებული.
- თავად როგორი მოსწავლე იყავით?
- ცუდად არ ვსწავლობდი, რადგან მაშინაც რეპუტაციაზე ვფიქრობდი და ამასთან, დედა ჩემივე სკოლაში დაწყებითების პედაგოგი იყო. მასწავლებლებს ვაბრაზებდი, ცელქი, თავხედი ბავშვი ვიყავი და ამის გამო დედა ხშირად ჩემ გამო საყვედურებს იღებდა. ახლა ხუმრობს, რაც სკოლა დაამთავრე, სამასწავლებლოში თამამად შევდივარ, კოლეგებიც გავიცანი - არ ყოფილან ცუდი ადამიანებიო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...