სიახლეები
ეტალონი

გთავაზობთ ''ეტალონის'' ფინალზე დასმული კითხვების სტატისტიკას
29-06-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალის საპრიზო ადგილოსნების შედეგებთან ერთად უამრავ ადამიანს თითოეული კითხვის სტატისტიკაც აინტერესებს. 

ამიტომ გთავაზობთ ''ეტალონის'' ფინალზე დასმული კითხვების სტატისტიკას: რამდენი სწორი პასუხი დაფიქსირდა, რამდენი არასწორი, რამდენმა მოსწავლემ შეიკავა პასუხისგან თავი. ასევე თითოეული ვერსია რამდენმა აირჩია და რამდენი იყო პასუხის დაფიქსირების საშუალო დრო. 

როგორც სტატისტიკიდან ჩანს მე-10 და მე-19 კითხვაზე მონაწილეთა უმრავლესობამ სწორი პასუხი გასცა, ერთ-ერთი ყველაზე რთული კი მე-14 კითხვა აღმოჩნდა. მე-10 კითხვა ეხებოდა სახვით ხელოვნებაში ბატალურ ჟანრს, რომელზეც სწორად 81-მა მონაწილემ უპასუხა. მე-19 კითხვა კი ეხებოდა სისხლის მიმოქცევის დიდ და მცირე წრეს, რომელზეც 80-მა მონაწილემ უპასუხა სწორად. 

ერთ-ერთი ყველაზე რთული კითხვა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღმოჩნდა მე-14. კითხვა მცენარეების სუნთქვას ეხებოდა. სავარაუდოდ, მონაწილეები კითხვამ დააბნია და მცენარეთა სუნთქვა ფოტოსინთეზის პროცესთან გააიგივეს.

მოსწავლეებმა ყველაზე სწრაფად მე-19 კითხვას უპასუხეს - 2.62 წმ-ში, ხოლო ყველაზე დიდი დრო - 8.13 წმ. მე-16 კითხვის პასუხის მოსაფიქრებლად დასჭირდათ.

არც ერთმა მონაწილემ არ შეიკავა თავი შემდეგ კითხვებზე: მე-7, მე-10, მე-13 და მე-19, ხოლო ყველაზე მეტმა 16-მა მოსწავლემ პასუხის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა მე-16 კითხვაზე

შეგახსენებთ, რომ ''ეტალონის'' საზეიმო ფინალი ქალაქ ბათუმში, ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრში გაიმართა. 

გრანდიოზულ ღონისძიება-კონკურსში 83 ''ეტალონი მოსწავლე'' მონაწილეობდა. 

''ეტალონის'' გრანდიოზული ფინალი ბათუმის მერიისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

გთავაზობთ ''ეტალონის'' საზეიმო ფინალის მონაწილეთა შედეგებს

როგორ იცვლებოდა მონაწილეთა ქულები და დინამიკა „ეტალონის“ ფინალური შეჯიბრის დროს



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება