სიახლეები
ეტალონი

გამორჩეული სტიპენდიები მერის სახელით სამი ფინალისტისთვის - თიანეთის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
26-02-2020
-
+


25 თებერვალს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, თიანეთის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა.  პირველი, მეორე და მესამე ადგილები ტუშურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა გამარჯვებულს ერთი წლის განმავლობაში 200 ლარიანი სტიპენდია დაუნიშნა, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ ბავშვებს 150-150 ლარიანი სტიპენდია.

ღონისძიებას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, პოეტი ტარიელ ხარხელაური, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ლალი ბუწანკალური, თიანეთის რესურსცენტრის უფროსი ირაკლი ზვიადაური, მუნიციპალიტეტისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური აღნიშნავს, რომ „ეტალონი“ ახალ მწვერვალებს იპყრობს:

„მადლობას ვუხდი ბატონ გოჩას ასეთი პროექტისთვის, რომელიც ყოველწლიურად იხვეწება და ახალ მწვერვალებს იპყრობს. ვულოცავ გამარჯვებულებს, ნამდვილად დიდი წარმატებაა სკოლისთვის, როდესაც სამივე ფინალისტი შენი მოსწავლეა. დალი ბოღრაშვილს ვუსურვებ ფინალში ღირსეულად გამოსვლას და წინსვლას ცხოვრებაში“. 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ლალი ბუწანკალური ამბობს, რომ „ეტალონის“ დიდი ხნის გულშემატკივარია:

„პროექტი „ეტალონი“ ძალიან მომწონს და მიყვარს, დაარსების დღიდან თვალყურს ვადევნებდი და მუდმივად ჩართული ვარ. დღევანდელი დღე ძალიან სასიამოვნო იყო, როგორც ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის. ვულოცავ ბავშვებს გამარჯვებას, ყველას ვუსურვებ, რომ ჰქონდეთ სურვილი იყვნენ წარმატებულნი.“

თიანეთის რესურსცენტრის უფროსი ირაკლი ზვიადაური ფინალისტებს წარმატებას უსურვებს:

„ვულოცავ გამარჯვებულებს ასეთ წარმატებას, მართლაც სასწაულია, რომ პირველი, მეორე და მესამე ადგილი ერთი სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს. მადლობას ვუხდი ბატონ გოჩას და მთელს გუნდს, რათა ბავშვებს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევენ“.

დღეს გამარჯვების დღეა - ასე აფასებს ტუშურების საჯარო სკოლის დირექტორი დავით ხუმარაშვილი „ეტალონის“ თიანეთში სტუმრობას. 

„დღეს ბრწყინვალე, გამარჯვების დღეა! ბავშვებს ნამდვილად დაუფასდათ თავიანთი შრომა. სამივე ძალიან კარგი, ნიჭიერი და ბეჯითი მოსწავლეა. გამარჯვებულს წარმატებებს ვუსურვებ ფინალში და მჯერა, რომ ის თავის კუთხეს ასახელებს. ბატონ გოჩას მადლობას ვუხდი, რათა ბავშვებს ასეთ სტიმულს და მოტივაციას აძლევს“. 

„თიანეთის ეტალონი მოსწავლე“ დალი ბოღრაშვილი პირობას დებს, რომ ფინალისთვის ბერად მეტი მონდომებით მოემზადება:

„ზღვა ემოციები მაქვს, გამარჯვებას არ ველოდი და ახლაც მიჭირს დაჯერება, თუმცა მწამს, რომ მიზანი თუ გაქვს ადამიანს, აუცილებლად მიაღწევ მას. ახლა ჩემი მიზანი ფინალში გამარჯვებაა, რა თქმა უნდა ასჯერ უფრო მეტად დავიხარჯები და მოვინდომებ, რადგან წარმატებას მივაღწიო. მადლობას ვუხდი ბატონ გოჩას ასეთი შესაძლებლობის მოცემისთცის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ თამაზ მეჭიაურს, რათა ჩვენი ცოდნა დააფასა“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ტესტის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დრო თითოულ საგანში ცნობილია

საგამოცდო განრიგი, მაქსიმალური ქულები და დრო ცნობილია - გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებისთვის ოლიმპიადის III ტურის დეტალებს ავრცელებს

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება