მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში დირექტორის, თინათინ ბეჟაშვილისა და ისტორიის მასწავლებლის, დათუნა გოქაძის ხელმძღვანელობით საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ისტორიის მასწავლებელ დათუნა გოქაძესთან ერთად პრეზენტაციები მოამზადეს VIIIა კლასის მოსწავლეებმა: მარიამ ჭეიშვილმა, ქეთი ნიკოლაძემ, თემურ ამბროლაძემ, ნოდარ ბუიღლიშვილმა, ნინი ხოხიაშვილმა, ლიზი გიორხელიძემ და საბა გოქაძემ. ინფორმაციები ეხებოდა ეროვნულ გმირებს, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმს შეეწირნენ.
დათუნა გოქაძემ ისაუბრა 1921 წლის 25 თებერვლის მნიშვნელობაზე, თუ რა დატვირთვა ჰქონდა 25 თებერვალს საბჭოთა საქართველოში.
ახალგაზრდებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო