მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით განახორციელეს საკლასო პროექტი - „გახდი წიგნიერი“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოაწყვეს ვიქტორინა და მიიწვიეს თანამონაწილე სკოლები: დარჩელის N1 საჯარო სკოლის, დარჩელის N2 საჯარო სკოლისა და ანაკლიის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
„ასევე სტუმრად გვყავდა საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენელი სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, რომელიც კონკურსანტებთან საჩუქრებით მოვიდა და მოსწავლეებს სტიმული მისცა მსგავს პროექტში მონაწილეობისთვის. ასევე ჩვენი მოწვეული სტუმარი, მერის რწმუნებული განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ვიქტორინაში - „გახდი წიგნიერი“ მონაწილეობამ მრავალი მოსწავლე გააერთიანა და რაც მთავარია, ყველაზე საინტერესო გზით დაუახლოვდა ისინი ლიტერატურას და წიგნებს.
პროექტის ფარგლებში, ვიქტორინაში მოსწავლეებმა არა მხოლოდ ცოდნა გამოავლინეს, არამედ ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარირებიც. პროექტის განხორციელებაში მოსწავლეებს დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ განმუხურის საჯარო სკოლის ადმინიტრაციისგან.
სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH international-ის მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ახორციელებს ასოციაცია „ათინათი“. მადლობა თითოეულს, ვინც კი ამ პროექტის განხორციელებაში მხარი დაგვიჭირა, განსაკუთრებული მადლობა მოსწავლეებს დღევანდელი დღე ასე ინტელექტუალურად რომ გაგვიფერადეს.
ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელად გვესაჭიროება წიგნიერი მომავალი თაობა“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო