მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
24 ივნისს ბათუმის საზაფხულო თეატრში ყველაზე ფართომასშტაბიანი, 11 წლიანი გამოცდილების საგანმანათლებლო პროექტ ''ეტალონის'' გრანდიოზული ფინალი გაიმართა. მასში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისა და თბილისის 10 გამგეობის 83 ''ეტალონი-მოსწავლე'' მოსწავლე. ისინი ერთმანეთს ''საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ.
პირველობისთვის ბრძოლა დაძაბული აღმოჩნდა. პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს, თანაბარი 90-90 ქულა ჰქონდა. ყველაფერი სისწრაფემ გადაწყვიტა. რეკორდულად ყველაზე მცირე დროში - 72,01 წამში, ყველაზე მეტი სწორი პასუხის დაფიქსირება ლაილაშის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ვახტანგ ჩაჩხიანმა შეძლო და ''2016-2017 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულსაც დაეუფლა, ხოლო მესამე ადგილზე, ასევე 90 ქულით (93.71 წმ.) ზედა ვანის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე შოთა ჩახუნაშვილი გავიდა.
მიღწეული წარმატებისთვის ''ვანის ეტალონ მოსწავლეს'' განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 500 ლარიანი ვაუჩერი გადასცა, ხოლო კომპანია ''გზამ'' - 4000 ლარიანი ფულადი პრიზი.
როგორც შოთა ჩახუნაშვილი აღნიშნავს, უფრო მეტის იმედი ჰქონდა:24 ივნისს ბათუმში გამართული ფინალი 2016-2017 სასწავლო წლის ციკლის დაგვირგვინება გახლდათ. წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 80-ზე მეტი შეხვედრა და ''ეტალონის'' ღონისძიება ჩატარდა. თითოეულ ღონისძიებაზე რაიონის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის ''ეტალონი მოსწავლე'' ვლინდებოდა.
სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტი ''ეტალონი'' 11 წელია არსებობს. სამი წელია, რაც ტელევიზიით არ გადაიცემა. 2014 წლის ''ეტალონის'' შემოქმედებითი გუნდი საქართველოს რეგიონებში გავიდა პროექტის ახალი, ნოვატორული სტრატეგიით.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' ჩატარება გულისხმობს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ''ეტალონის'' კონკურსების არასატელევიზიო ფორმატით ადგილებზე გამართვას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ალათუმანის საჯარო სკოლის V-VI კლასის მოსწავლეებმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მუნიციპალურ თამაშებში გაიმარჯვეს, ასპინძის მერმა სპორტული ფორმებით დაასაჩუქრა