მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გეზათის სკოლაში პროექტ „თავისუფალი გაკვეთილების“ ფარგლებში, ღონისძიება „წიგნი აკეთილშობილებს ადამიანს“ გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი პედაგოგი სოფიო ჯიბლაძე იყო.
პროექტის პირველი ნაწილი მოსწავლეების მიერ სხვადასსხვა აქტივობების განხორციელებას მოიცავდა. აბაშის სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე რევაზ ინანიშვილის მოთხრობები წაიკითხეს, მოამზადეს ილუსტრაციები, ჩანახატები, შექმნეს კროსვორდები და კომიქსები. ასევე დაწერეს დასამახსოვრებელი ფრაზები ინანიშვილის შემოქმედებიდან. საბოლოოდ კი ამ ნაშრომებს თავი ხელნაკეთ ალბომებში მოუყარეს, რომლის პრეზენტაციაც სწორედ ღონისძიებაზე შედგა.
მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში საკუთარი ნამუშევრების გამოფენაც მოაწყვეს, სახელწოდებით „რევაზ ინანიშვილის მოთხრობების პერსონაჟების ილუსტრაციები“.
ორგანიზატორებისა და მონაწილეების თქმით, მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.