სიახლეები
პიროვნება

მესტიელი პედაგოგი, რომელიც მოსწავლეებთან საერთო ენას სიმკაცრის გარეშე პოულობს - „ერთხელ, შვილმა ისიც მითხრა, ჩემზე მეტად, ჩემი კლასელები გიყვარსო…“
26-02-2020
-
+


Etaloni.ge მესტიის N3 საჯარო სკოლის ამაგდარ პედაგოგს, ნანა ფალიანს გაგაცნობთ, რომელიც დაწყებით კლასებს ასწავლის და მესტიელ ბავშვებს წარმატების გზაზე აყენებს. თავად სამი ვაჟის დედაა, რომლებიც იმავე სკოლის მოსწავლეები არიან. მშობლიური მხარის მიტოვება არასოდეს უფიქრია. ამბობს, რომ მესტიის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოუდგენია, რადგან როგორც პედაგოგს, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერაც აქვს და იმასაც ნათლად ხედავს, როგორ ზრუნავს მუნიციპალიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის წინსვლასა თუ განვითარებაზე. ჩვენთან საუბარი კი იმით დაიწყო, რატომ გადაწყვიტა პედაგოგობა და რამ განაპირობა მისი არჩევანი.

- არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა და მეც ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია, თუმცა ისიც უნდა გითხრათ, რომ ბავშვები ძალიან მიყვარს, მათთან ურთიერთობა ჩემთვის საინტერესოა, დადებითად მმუხტავს.

- ქალბატონო ნანა, როცა პედაგოგობა გადაწყვიტეთ, ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?

- ძალიან გაუხარდათ, განსაკუთრებით დედამ დამიჭირა მხარი. თავადაც პედაგოგიური აქვს დამთავრებული და მუდმივად მეუბნებოდა, რომ ეს იყო საოცარი პროფესია.

- დაწყებითების პედაგოგი ბრძანდებით. რთული არაა პატარებთან ურთიერთობა?

- პატარებთან ურთიერთობა რთული იმდენად არა, რამდენადაც საპასუხისმგებლოა, თუმცა ამავე დროს - სახალისო და საინტერესო.

- თავად როგორი მოსწავლე იყავით?

- კარგი მოსწავლე ვიყავი, ფიზიკა და ქიმია არ მიყვარდა, ასე რომ, კარგი ბუნებისმეტყველი ვერ გამოვიდოდი.

- საუბრის დასაწყისში ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა ახსენეთ. იქნებ მითხრათ,რაში გამოიხატება ეს თანადგომა?

- ძალიან გვიწყობენ ხელს, განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია და  სულ გვეუბნებიან, თუ რაიმე გჭირდებათ, ყოველთვის შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთო. მეც არ მახსენდება შემთხვევა, წერილით მიგვემართა, რაიმე გვეთხოვა და მათ არ შეესრულებინათ, რა თქმა უნდა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

- ალბათ ესეცაა იმის მიზეზი, რომ არასოდეს გიფიქრიათ სხვაგან გეცხოვრათ?  

- ჩემი ოჯახი აქაა, მესტიაში. სამი შვილის დედა ვარ; აქვე, ჩემს სკოლაში სწავლობენ და საერთოდ, ვერც წარმომიდგენია მესტიის გარეშე ცხოვრება. განსაკუთრებით ამაყი კი იმიტომ ვარ, რომ ადგილობრივი ბავშვების განვითარებაში საკუთარი, თუნდაც მცირე წვლილი შემაქვს. სამომავლოდაც, ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ბავშვებისთვის.

- საკუთარი შვილის მასწავლებლობა როგორია, ქალბატონო ნანა?

- შვილის მასწავლებლობას დადებითი ის აქვს, რომ მუდმივად ვაკონტროლებ და მხედველობის არეში მყავს, მაგრამ ამავე დროს, ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა. ბევრი რამის გათვალისწინება და დათმობა გიწევს. თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვსაც არაერთხელ უსაყვედურია ამის გამო. ერთხელ, სახლში მოსულმა, მითხრა - ჩემზე მეტად, ჩემი კლასელები გიყვარსო.

- ასე რატომ გითხრათ?

- ზედმეტ ყურადღებას ვერ ვიჩენდი, ვერც სითბოს ვამჟღავნებდი, რადგან არ მინდოდა, სხვა ბავშვებს თავი დაჩაგრულად არ ეგრძნოთ... ამიტომ დავიმსახურე საყვედური საკუთარი შვილისგან, თუმცა შემდეგ ვიმსჯელეთ, განვიხილეთ, ვისაუბრეთ, მეც ცოტა შევცვალე მიდგომა და საკითხი მოვაგვარეთ.

- ქალბატონო ნანა, ზოგადად, განათლების რეფორმას როგორ შეაფასებდით?

- ყველა მასწავლებელი საჭიროებს პროფესიულ ზრდას და მიმაჩნია, რომ კომპეტენციის დადასტურებაც ყოველმა ჩვენგანმა უნდა შეძლოს. დიახ, მასწავლებელმა უნდა იცოდეს ყველა საკითხი, რაც გამოცდაზე ხვდება... თუმცა აქ მეორე მხარეცაა - არიან ისეთი პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებსაც უდიდესი გამოცდილება გააჩნიათ. ასე რომ, ამ საკითხს მხოლოდ ერთ ჭრილში ვერ განვიხილავ.

- სახლში მისული, ისევ მასწავლებლად რჩებით?

- შეიძლება ასეცაა, თუმცა მაინცდამაინც არ მსაყვედურობენ ჩემი შვილები ამის გამო.

- მკაცრი ხართ?

- მკაცრი არ ვარ, მე და ჩემი მოსწავლეები ურთიერთგაგებით, ურთიერთპატივისცემით ვპოულობთ საერთო ენას, ყოველგვარი სიმკაცრის გარეშე.




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება