სიახლეები
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე გიწვევთ
28-02-2020
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მიიღებს  მონაწილეობას და დაინტერესებულ პირებს 28-29 თებერვალს ექსპო-ჯორჯიაში იწვევს. ამის შესახებ „ეტალონს“ უნივერსიტეტმა აცნობა.

უნივერსიტეტის სივრცე, 28 თებერვალს, 11:30 საათზე გაიხსნება და მას უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ალექსანდრე თევზაძე, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, მოწვეული სტუმრები და აბიტურიენტები დაესწრებიან. 

ორი დღის განმავლობაში KIU-ს სივრცის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების შესახებ, დაათვალიერონ KIU-ს გამოფენა, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში და გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია უნივერსიტეტში მათთვის სასურველ ბაკალავრიატის პროგრამებზე.


გამოფენაზე მეათე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართება მინი კონკურსი, რომელიც მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების უნარით გამორჩეულ მოსწავლეებს გამოავლენს. ქუთაისის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ქალაქის გამოფენა ექსპო-ჯორჯიაში 29 თებერვალს, 17:30 საათზე, კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდება.



ცნობისთვის, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისთან, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 150 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად ვითარდება და მოიცავს სრულად აღჭურვილ აკადემიურ კორპუსებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წელს მიიღებს მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე.  უნივერსიტეტში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება, ხოლო წარჩინებული სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სასწავლო და საცხოვრებელი გრანტები.

იხილეთ ასევე: 

5 ვაკანსია, რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს

პირველ სტუდენტებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წლის სექტემბერში მიიღებს

იხილეთ პროგრამა:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება