მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იმ სკოლის მოსწავლეები, სადაც ბრიტანეთის დედოფლის შვილთაშვილები სწავლობენ, კარანტინში მოათავსეს.
ლონდონის ტომას ბატერსის სკოლის 4 მოსწავლე კორონავირუსით ინფიცირების ეჭვის გამო კარანტინშია. სწორედ ამ სკოლაში სწავლობენ ბრიტანეთის პრინც უილიამის და კეიტ მიდლტონის შვილები - პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა. წერს Daily Mail.
აღსანიშნავია, რომ კარანტინში მოთავსებული მოსწავლეები ცოტა ხნის წინ იტალიაში იმყოფებოდნენ. ამჟამად მედიკოსები მოსწავლეთა ანალიზების შედეგებს ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში საშიში ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო არანაკლებ 10 სკოლა დაიხურა.
ცნობისთვის, ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქება ჩინეთის ქალაქ უხანში დეკემბრის ბოლოს დაიწყო. მოგვიანებით ინფექცია სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ჩინეთის გარდა ყველაზე მძიმედ სიტუაცია სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანშია.
მსოფლიოში COVID-2019-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 800-ს გადააჭარბა და ინფიცირების 82 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, 32 900 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. აქედან გარდაცვლილთა უმეტესობა ჩინეთში ფიქსირდება. ქვეყანაში კორონავისურის მსხვერპლთა რიცხვმა 2 744 ადამიანს მიაღწია, 78 497 კი დაინფიცირდა.
ასევე დაგაინტერესებთ: ცუდი და კარგი ამბავი ახალ ჩინურ კორონავირუსზე, რისი გაგებაც გინდოდათ - რა რეკომენდაციებს გვაძლევს ექიმი კომაროვსკი?
ბოლო სიახლეები კორონავირუსის შესახებ: მის მიმართ ყველა ასაკობრივი კატეგორია დაუცველია
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
ღონისძიება საერთო სიხარულის, ტრადიციების, სულიერების და კეთილშობილური ღირებულებების გაზიარებად იქცა