სიახლეები
ეტალონი

''მთელ ვანს ვულოცავთ შოთა ჩახუნაშვილის წარმატებას'' - ვანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ''ეტალონის'' ფინალს ეხმიანებიან
30-06-2017
-
+


2016-2017 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატი 2016 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობდა და 24 ივნისს ბათუმში გრანდიოზული ფინალით დასრულდა. ფინალურ ღონისძიება-კონკურსში 83 ''ეტალონი მოსწავლე'' მონაწილეობდა. მათ თავიანთი მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები წარმოადგინეს. 

საზეიმო ფინალს საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელი ესწრებოდა. ყველა მათგანი თავიანთი კუთხის ''ეტალონ მოსწავლეს'' გულშემატკივრობდა. 83 ფინალისტს შორის მე-3 ადგილზე გავიდა ''ვანის ეტალონი მოსწავლე'' შოთა ჩახუნაშვილი. აღსანიშნავია, რომ მას და პირველ და მე-2 ადგილებზე გასულ მონაწილეებს თანაბარი ქულები (90-90 ქულა ჰქონდა ორივეს) ჰქონდათ. გამარჯვებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი დრო აღმოჩნდა. 

მიღწეული წარმატებისთვის ''ვანის ეტალონ მოსწავლეს'' განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 500 ლარიანი ვაუჩერი გადასცა, ხოლო კომპანია ''გზამ'' -  4000 ლარიანი ფულადი პრიზი. 

ვანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები შოთა ჩახუნაშვილს ულოცავენ წარმატებას და ფინალური ღონისძიების შესახებ თავიანთ განწყობა-შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ.

თავისი სამაჟორიტარო რაიონის წარმომადგენლის წარმატებას ეხმიანება საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი და წარმატებებს უსურვებს ''ეტალონის'' ყველა მონაწილეს:

''სამწუხაროდ, ფინალს ვერ დავესწარი, მაგრამ რეგიონულ დონეზე როდესაც ტარდებოდა ღონისძიებები, აქტიურად ვესწრებოდი. ვიყავი ლენტეხში, ხულოში, სიღნაღში, ვანში, ხონში. ასე, რომ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროექტს, რადგან არის ეროვნული პროექტი, არის განათლებაზე და შემეცნებაზე ორიენტირებული პროექტი. ეს თანამშრომლობა მაშინ გამოვხატეთ, როდესაც ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს პროექტ ''ეტალონსა'' და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის. ამით მხარდაჭერა გამოვუთქვით ეროვნულ პროექტს. გარდა ამისა, ჩვენი ინიციატივით გავაკეთეთ პეტიციაზე ხელმოწერები. საქართველოს პარლამენტის 76 წევრი აწერს ხელს პეტიციას ამ პროექტის მხარდასაჭერად, რათა რეკომენდაცია მიეცეს სატელევიზიო სივრცეში დაბრუნების. ასე, რომ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს. ჩემთვის ორმაგან სასიხარულოა, ვინაიდან ჩემი სამაჟორიტარო რაიონის წარმომადგენელი შოთა ჩახუნაშვილი გავიდა საპრიზო ადგილზე და ვუსურვებ შოთასაც და ყველა მონაწილეს წარმატებებს.''

''ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი რაიონის მოსწავლემ ასეთ წარმატებას მიაღწია''- აღნიშნავს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე:

ფინალურ ღონისძიებას, სამწუხაროდ, ვერ დავესწარი და სიმართლე გითხრათ, ძალიან დამწყდა გული, რადგან მთელი ჩემი ოჯახი ვემზადებოდით წამოსასვლელად. ჩვენი რაიონიდან ძალიან ბევრი ესწრებოდა ღონისძიებას არამარტო სკოლის კოლექტივი, არამედ გამგეობის თანამშრომლებიც იყვნენ. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი რაიონის მოსწავლემ ასეთ წარმატებას მიაღწია. შოთა ძალიან ნიჭიერი ბიჭია, მე-10 კლასში გადავიდა და დარწმუნებული ვარ, რომ თავისი გონიერებით ბევრს მიაღწევს. ვუსურვებ დიდ წარმატებას და წინსვლას იმ პროფესიაში, რომელსაც აირჩევს. რაც არ უნდა აირჩიოს, ვიცი, რომ წარმატებული იქნება. ამ პროექტის მიმართ კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს სიმპატიებს, არაერთხელ დამიფიქსირებია დადებითი დამოკიდებულება ავტორის და შემოქმედებითი გუნდის მიმართ, რადგან ეს მართლაც დიდი, საგანმანათლებლო და ეროვნული  პროექტია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტით ძალიან ბევრი ბავშვი მოვაბრუნეთ სწავლისკენ და წიგნისკენ. დავანახეთ თუ რას ნიშნავს სწავლა. დღეს განსაკუთრებით რთულია, ბავშვები მოვაშოროთ იმ გარემოს, რაც რალობაში ხდება, ვგლუსხმობ იმას, რომ ბევრი გასართობი აქვთ ახალგაზრდებს. ''ეტალონი'' კი ხელს გვიწყობს, რომ ბავშები სწავლისკენ მოვაბრუნოთ. დიდი მადლობა თქვენ ამისათვის.''

ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ვანო კორძაძე მთელს ვანს ულოცავს შოთას წარმატებას:

''შოთა ჩახუნაშვილის წარმატება ძალიან დიდი მიღწევაა, მითუმეტეს, რომ ეს ბავშვი მე-9 კლასის მომსწავლეა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს. როდესაც ვანში ჩატარდა ''ეტალონის'' ღონისძიება, მაშინაც მაღალი შედეგი აჩვენა შოთამ, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ფინალზეც კარგ შედეგი ექნებოდა. კმაყოფილები და გახარებულები ვართ, ვულოცავთ მის ოჯახს და მთელ ვანს. ვუსურვებ, ცხოვრებაში ბევრი წარმატება ჰქონოდეს.''

სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტი ''ეტალონი'' 11 წელია არსებობს. სამი წელია, რაც ტელევიზიით არ გადაიცემა. 2014 წლის  ''ეტალონის'' შემოქმედებითი გუნდი საქართველოს რეგიონებში გავიდა პროექტის ახალი, ნოვატორული სტრატეგიით. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' ჩატარება გულისხმობს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ''ეტალონის'' კონკურსების არასატელევიზიო ფორმატით ადგილებზე გამართვას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი

მთავრობამ უქმედ გამოაცხადა 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

სიახლეები
საზოგადოება