სიახლეები
ეტალონი

„ეტალონის“ ჯავახეთის რეგიონში შემოსვლით მოსწავლეები სახელმწიფო ენას უფრო მეტად ეუფლებიან“ - ნინოწმინდაში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი ჩატარდა
02-03-2020
-
+


25 თებერვალს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

9 მარტს გაიმართება II ტური, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.

ნინოწმინდის რესურსცენტრის უფროსი დავით ზედგინიძე: 

„ეტალონის“ პირველი ეტაპის ტესტირებაზე მოსწავლეების აქტიურობა მაღალი იყო. როგორც სკოლები გვაწვდიან ინფორმაციას, მოსწავლეების კარგი კონტიგენტი შეიქმნა და ველოდებით 9 მარტს, როდესაც მეორე ეტაპი გაიმართება. მას შემდეგ, რაც დადგინდება ბარიერი ვინ გადალახა, სკოლებიც გააქტიურდებიან და მეორე ეტაპისთვის მოემზადებიან, რომ მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ.

„ეტალონის“ ჯავახეთის რეგიონში შემოსვლამ მოსწავლეებს ახალი სული შთაბერა, მისი დამსახურებით მოსწავლეებს მეტი ინტეგრირება აქვთ ცენტრთან, ქალაქთან, თბილისთან. ისინი სახელმწიფო ენას უფრო მეტად ეუფლებიან. ბევრი გადაწყვეტილებასაც იღებს და თავის მომავალ სწავლა-განათლებას უკვე ქართულ სასწავლებლებს უკავშირებს“.

ეშტიის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინა მარიკიანი:

„მოსწავლეებისთვის ტესტირება რთული არ იყო. ქართული ენის ცოდნის კუთხითაც წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მოსწავლეებს ქართულის გაგება ადრე უფრო უჭირდათ, წელს თარგმანის გარეშე იმუშავეს. მოსწავლეების დაინტერესებით კმაყოფილი ვარ, ჩემპიონატში აქტიურად არიან ჩართულები. მაგალითად, მეათე კლასში 7 მოსწავლეა და მათგან ჩემპიონატში 6-მა მიიღო მონაწილეობა“.

სპასოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ ვანაძე:

„ჩვენს სკოლაში ჩემპიონატი საინტერესოდ ჩატარდა და ქულებიც კარგი იყო. სკოლა მცირეკონტიგენტიანია და სულ 8 ბავშვი მონაწილეობდა. 80, 85, 90 და 95-ქულიანი ბავშვებიც გვყავს. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. მოსწავლეებს წარმატებებს ვუსურვებ“.

სპასოვკის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი გოჩა ბერიძე:

„ჩვენს სკოლაში მოსწავლეების კონტიგენტი ცოტაა, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ აქტივობა 100% იყო. მოსწავლეებისთვის ტესტირება საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. ისინი ტესტირებით კმაყოფილები იყვნენ და ამბობდნენ, რომ კარგი შეკითხვები იყო“.

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ხითარიშვილი:

„ეტალონის“ ტესტირებით კმაყოფილი ვარ. „ეტალონი“,  შეიძლება ითქვას, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია. ტესტირებაზე ამჯერად მოსწავლეები ცოტა გვყავდა, რადგან შესაბამის კლასებში მოსწავლეების რაოდენობა შემცირებულია. ტესტირებით მოსწავლეები და ჩვენც კმაყოფილები ვიყავით, კარგი ქულები მიიღეს.

როდესაც ასეთი კონკურსები და ტესტირებები იგეგმება წინასწარ ვემზადებით ხოლმე, „ეტალონთან“ ურთიერთობის გამოცდილება რამდენიმე წელია გვაქვს და დაახლოებით ვიცით, რა ტიპის შეკითხვები შეიძლება მოვიდეს, შესაბამისად, მასწავლებლები მოსწავლეებს​ ამეცადინებენ ხოლმე“.


ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ეკატერინე ღვინიაშვილი:

„ჩემი დაკვირვებით, წინა წლებთან შედარებით პირველი ეტაპის შედეგები გაუმჯობესებულია. „ეტალონი“ კარგი პროექტია. მასში მოსწავლეების მოტივაცია, მონდომება ჩანს და ისინი თავიანთ თავს ამოწმებენ. ასევე გამოცდილებას იღებენ“.

როდიონოვკას საჯარო სკოლის დირექტორი რუბენ საჰაკიანი:

„ჩვენგან ორი ბავშვი მონაწილეობდა და მათ მაღალი ქულები დააფიქსირეს. ერთ-ერთმა 95 ქულა მიიღო. ძალიან ჭკვიანი ბავშვები არიან. ვფიქრობ, „ეტალონი“ კარგი პროექტია. ჩემპიონატი მოსწავლეებსაც მოსწონთ“.

სამების საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნანა ბაღიშვილი:

„შარშანდელთან შედარებით შედეგები გაუმჯობესდა. მოსწავლეები მონდომება, აქტიურობა ძალიან კარგი იყო იმის იმედით, რომ მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას. უკვე წლებია ვუყურებ „ეტალონი“  სკოლებში როგორ მიმდინარეობს და ბავშვების მოტივაციაც იქედან გამომდინარეობს, რომ ყველას გამარჯვების სურვილი აქვს. ეს ძალიან კარგია.

საღამოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ჰაიკუი ჰახვერდიანი:

„მოსწავლეებისთვის, რომლებმაც პირველი ეტაპის ზღვარი წარმატებით გადალახეს, ჩემპიონატი ძალან კარგი იყო.  მონაწილეები ტესტებით კმაყოფილები იყვნენ. იმედი მაქვს, რომ პირველ ეტაპს ერთ-ერთი მოსწავლე მაინც წარმატებით გადალახავს. ზოგადად, „ეტალონს“ დადებითად ვაფასებ“.

გორელოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ტატიანა კარევა:

„პირველი ეტაპის ტესტირებაში 12-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. არიან მოსწავლეები, რომლებმაც მაღალი ქულები მიიღეს. ყველაზე მაღალი ქულა 95 იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა რუსულენოვანია და ტესტები ქართულად იყო, მოსწავლეებისთვის გასაგები აღმოჩნდა.  

მოსწავლეები, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, მეორე ტურს მოუთმენლად ელოდებიან. ამ პროექტს მადლობა მინდა ვუთხრა ასეთი საამაყო საქმისთვის“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება