სიახლეები
საინტერესო

სკოლები, რომლებიც კორონავირუსის გამო დაიხურა და სიფრთხილის უპრეცედენტო ზომები - როგორ ებრძვის მსოფლიო ახალ ვირუსს?
27-02-2020
-
+


ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაწყებული ახალი კორონავირუსი მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება. პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოშიც.  ქვეყნები ვირუსის გავრცელების საფრთხის ასარიდებლად სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავენ, მათ შორის ხურავენ სკოლებს. საქართველოში სასწავლო პროცესის შეწყვეტა კორონავირუსის გამო ამ ეტაპზე არ იგეგმება. 

საინტერესოა როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებში.

ყველაზე მძიმედ ჩინეთის შემდეგ  ვირუსის გავრცელების კუთხით სიტუაცია სამხრეთ კორეაში იტალიაში და ირანშია

სამხრეთ კორეამ ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილი უკვე დაიკავა . შემთხვევათა უმეტესობა დაფიქსირებულია ქვეყნის სიდიდით მეოთხე ქალაქ დეგუში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 2,5 მლნ ადამიანს შეადგენს.
ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვმა 1595 ადამიანს მიაღწია. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 12 ადამიანს შეადგენს.

სამხრეთ კორეის განათლების სამინისტრომ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო სკოლების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. 

COVID-19-ის აფეთქების გამო იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის მიზნით, მთავრობამ უპრეცენდენტო ღონისძიებები მიიღო. ეს კი თითქმის 30 მლნ ადამიანს შეეხო, ანუ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს.

ჩრდილოეთ იტალიის რეგიონებში​ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 5 500 სკოლა დაიხურა. 

22 თებერვალს სასწავლო დაწესებულებები დახურეს ირანის რიგ რეგიონებში, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა, მათ შორის კუმის მთელ პროვინციაში. დროებითი ღონისძიების მიზანია არ დაუშვან დაავდების გავრცელება. ირანში ერთ კვირაში ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ჩრდილოეთ იაპონიაში COVID-2019-ის გავრცელების საფრთხის გამო ჰოკაიდოს პრეფექტურის მთავრობა გეგმავს დახუროს ყველა მუნიციპალური სკოლა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტომ Kyodo 26 თებერვალს გაავრცელა.

დახურვა შესაძლოა შეეხოს 1,6 ათას სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას. ამ დროისთვის ჰოკაიდოს პრეფექტურის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების 35 შემთხვევა დაფიქსირდა.

სულ იაპონიაში კი ინფიცირებულთა რაოდენობა 862-ს შეადგენს, რომელთა დიდი ნაწილი 691 ადამიანი - საკრუიზო ლაინერის - Diamond Princess-ის მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არიან.



დიდ ბრიტანეთში საშიში ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო არანაკლებ 10 სკოლა დაიხურა. ამასთან ეჭვი აქვთ, რომ სკოლაში, სადაც დედოფალ ელისაბედ II-ის შვილთაშვილები სწავლობენ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს. 

ლონდონის ტომას ბატერსის სკოლის 4 მოსწავლე კორონავირუსით ინფიცირების ეჭვის გამო კარანტინში მოათავსეს. სწორედ ამ სკოლაში სწავლობენ პრინც უილიამის და კეიტ მიდლტონის შვილები - პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა.

აღსანიშნავია, რომ კარანტინში მოთავსებული მოსწავლეები ცოტა ხნის წინ იტალიაში იმყოფებოდნენ. ამჟამად მედიკოსები მოსწავლეთა ანალიზების შედეგებს ელოდებიან. 

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით - COVID-2019-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 800-ს გადააჭარბა. ინფიცირების 82 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, 32 900 ადამიანი კი განიკურნა. აქედან გარდაცვლილთა უმეტესობა ჩინეთში ფიქსირდება. ქვეყანაში კორონავისურის მსხვერპლთა რიცხვმა 2 744 ადამიანს მიაღწია, 78 497 კი დაინფიცირდა. 

ახლახან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიის პიკმა უკვე გადაიარა. მისი თქმით, ეპიდემიამ პიკს 23 იანვარსა და 2 თებერვალს შორის მიაღწია და მას შემდეგ სტაბილურად მცირდება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ  კორონავირუსს პანდემიის პოტენციალი აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ: ცუდი და კარგი ამბავი ახალ ჩინურ კორონავირუსზე, რისი გაგებაც გინდოდათ - რა რეკომენდაციებს გვაძლევს ექიმი კომაროვსკი?

ბოლო სიახლეები კორონავირუსის შესახებ: მის მიმართ ყველა ასაკობრივი კატეგორია დაუცველია


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება