სიახლეები
სიახლეები

რა დაავალა განათლების სამინისტრომ სკოლებს? - უწყებამ პრევენციულ ღონისძიებათა წესი შეიმუშავა და შიდაუწყებრივი სამუშაო ჯგუფი შექმნა
27-02-2020
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესი შეიმუშავა. ამის შესახებ "ეტალონს" სამინისტროდან აცნობეს. 


უწების ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით,  დღეის მდგომარეობით,  სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს. ამის მიუხედავად, პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესი შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურულ და სპორტულ დაწესებულებში პროცესების ეფექტურად მართვას. ამ მიზნით, სამინისტროში უკვე შექმნილია შიდაუწყებრივი სამუშაო ჯგუფი მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შემადგენლობით.

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, სამინისტროს მიერ მიღებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესის მიხედვით, სამეცნიერო, კულტურული და სპორტული დაწესებულებების ადმინისტრაციებს, სტუდენტებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს (კანონიერ წარმომადგენლებს ) მიეცათ შემდეგი სახის რეკომენდაციები:

• მაქსიმალურად დაიცვან სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები;

• დაწესებულებებმა პერიოდულად განხორციელონ შენობების დეზინფექცია;

• დაავადების სიმპტომების დაწესებულების ტერიტორიაზე გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოხდეს პირის იზოლაცია, განხორციელდეს შეტყობინება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე, ასევე, ეცნობოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს;

• დაავადების სიმპტომების დაწესებულების ტერიტორიის გარეთ გამოვლენის/აღმოჩენის შემთხვევაში, პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ განახორციელოს თვითიზოლაცია, აღნიშნულის თაობაზე შეატყობინოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზს, ასევე დაწესებულების ადმინისტრაციას და დაელოდოს შესაბამის ინსტრუქციებს;

• დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სკოლის ადმინისტრაცია, რესურს-ცენტრთან შეთანხმებით, დაწესებულების ტერიტორიაზე აცხადებს კარანტინს და ახორციელებს დაავადებულთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირებისა და დაწესებულების თანამშრომელთა იდენტიფიცირებას/იზოლაციას გაცემული ინსტრუქციის შესაბამისად. 

სამინისტრომ სკოლის ადმინისტრაციებს დაავალა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ მოსწავლის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ინფორმირება და საინფორმაციო შეხვედრების უზრუნველყოფა; ხოლო, რესურსცენტრებს, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსსაჭიროებების გამოვლენა/განსაზღვრა და აღნიშნულის თაობაზე,  სამინისტროს დაუყოვნებლივ ინფორმირება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება