მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლის მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსება იწყო. განაცხადის მიღების ვადად, 2020 წლის 2 მარტიდან 6 მარტის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა. რაც ნიშნავს იმას, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებს სულ 5 დღე აქვთ.
შესაბამის ბრძანებას ხელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბერიკა შუკაკიძე აწერს. ბრძანების მიხედვით, სკოლები ვალდებულნი არიან აღნიშნულ ვადაში მასწავლებლის შედეგებისა და სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებები განათავსონ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ბრძანებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ბრძანება ეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და აღნიშნული საკითხი კომისიამ დადებითად დააკმაყოფილა.
იხილეთ ბრძანება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა