მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგვიანების 5 ფაქტი დაფიქსირდა.
ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა:
''პირველ სესიაზე 5 აბიტურიენტი არ დაიშვა დაგვიანების გამო. აქედან დაგვიანების 2 შემთხვევა იყო თელავის საგამოცდო ცენტრში, 1 - ბათუმში და 2 - თბილისში. გამოცდიდან მოხსნის ფაქტი არ ყოფილა. ყველაფერი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არსად არანაირი, ოდნავი შეფერხება არ ყოფილა'', - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ ნაკადზე 9 000 აბიტურიენტზე ოდნავ მეტი იყო რეგისტრირებული, მათგან დაახლოებით 3% არ გამოცხადდა.
მე-2 ნაკადის რეგისტრაცია 14:00-ზე დაიწყება.
გალაკტიონის უცნობი ლექსი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე - აბიტურიენტების შეფასებები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება