მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სკოლებში ახალი პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ ფარგლებში საცდელი ტესტირებები ჩატარდა. აპრობაციის მიზანი ელექტრონული სისტემისა და ასევე დავალებების გამოცდა იყო.
ცენტრის ინფორმაციით, მათემატიკისა და ქართული ენისა და ლიტერატურის საცდელ ტესტირებებში პირველ ეტაპზე მონაწილეობა 60-მდე საჯარო სკოლამ მიიღო.
პროცესის მიმდინარეობას ადგილზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე გაეცნო.
ტესტირება მე-5 და მე-7 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ, რადგანაც პროექტის სამიზნე აუდიტორიას - მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებს - სასწავლო პროგრამა ჯერ არ აქვთ დასრულებული.
პროექტის პილოტირება მაისის თვეში ჩატარდება და მასში 300-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები ჩაერთვებიან.
პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ მიზანია დაეხმაროს დაწყებითი საფეხურის (მე-4, მე-6) მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. პროექტი მისცემს სკოლას შესაძლებლობას, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე.
მომავალში ამ პროექტში მე-10 კლასელების ჩართვაც იგეგმება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა