სიახლეები
სიახლეები

„ეს იქნება უნიკალური, ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი“ - მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამები შეაფასა
01-03-2020
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარდგენილ პროგრამებსა და აქტივობებს პირადად გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაში წელს პირველად იღებს მონაწილეობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნება, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების შესახებ,  ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში, ასევე, გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია უნივერსიტეტში მათთვის სასურველ პროგრამებზე. მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტენდიც დაათვალიერა და ამ უნივერსიტეტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„მინდა მივულოცო სრულიად საზოგადოებას ის ფაქტი, რომ ახალი სასწავლო წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. ეს უნივერსიტეტი იქნება უნიკალური, ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო ჰაბი რეგიონში.

ამ მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ დაფუძნდებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ძალიან მნიშვნელოვანი ქველმოქმედება ამ საშვილიშვილო პროექტში. მოგეხსენებათ, „ქართუ“ ფონდმა ამ პროექტში  1 მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელა.

მინდა განსაკუთრებით გამოვყო ის გარემოება, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის აკადემიური პროგრამები მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად არის შემუშავებული. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ  უნივერსიტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც ასევე მთლიანად არის დაფინანსებული „ქართუ“ ფონდის მიერ. აქ წარიმართება სიმსივნის სამკურნალო და სამეცნიერო კვლევითი პროცესი, როგორც მედიცინის, ასევე სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული თერაპიის ცენტრს უკვე მრავალი ცნობილი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს - წამყვანი უნივერსიტეტებისა და მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ცენტრების სახით,“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც 70-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივი უნივერსიტეტი და პროფესიული სასწავლებელი მონაწილეობს, ექსპო-ჯორჯიაში 28-29 თებერვალს იმართება. გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ, ინფორმაცია მიიღონ საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, ასევე, სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამების, ენის შემსწავლელი კურსების, ადგილობრივი და საერთაშორისო ცენტრების შესახებ. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად გამოფენაში გერმანიის, საფრანგეთის, უნგრეთის და სხვა ევროპული ქვეყნების სასწავლებლები მონაწილეობს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება