მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სკოლებში არდადეგები ერთი კვირით ადრე, 2 მარტიდან დაიწყება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და სკოლებში დეზინფექციის ჩატარება პროფილაქტიკის მიზნით გადაწყდა.
„ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში დეზინფექციის ჩატარება გადავწყვიტეთ. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება, ანუ საგაზაფხულო არდადეგების ხანგრძლივობა იქნება 2 კვირა. ეს მოგვცემს საკმარის დროს იმისთვის, რომ სკოლებში სრული დეზინფექცია ჩატარდეს პროფილაქტიკის მიზნით. მინდა გითხრათ, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და საქართველოს მთავრობა პროცესს სრულად მართავს,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა