მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის მერია საბავშვო ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებში არდადეგებს აცხადებს. თბილისის მთავრობამ დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროფილაქტიკის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, არდადეგები გამოცხადდეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ პროფილაქტიკის მიზნით, საბავშვო ბაღებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოველდღიურად ტარდება დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები.
„ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია და ვართ სრულ კოორდინაციაში, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე, ყველა სხვა უწყებასთან. მიღებული გვაქვს რეკომენდაციები და ინსტრუქციები, რომელთა ფარგლებშიც, ტარდება სხვადასხვა სახის საპროფილაქტიკო ღონისძიება ბაგა-ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელოვნებო სკოლებში, სერვის ცენტრებში. ასევე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოცხადდეს არდადეგები ბაღებში და სახელოვნებო სკოლებში 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ თბილისის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს”, -განაცხადა მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ.
კორონავირუსთან დაკავშირებით, საპრევენციო ღონისძიების მიზნით, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, არდადეგები გამოცხადდება საქართველოს რეგიონებშიც, ყველა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში.
სკოლებში არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტიდან დაიწყება - საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
საბავშვო ბაღებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოები გაძლიერდება - სკოლებში სწავლა შეწყდა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა