მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები გურიის მხარის სამხატვრო სკოლებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების IX გამოფენა-კონკურსში - „ზამთრის ვერნისაჟი“ მონაწილეობდნენ.
თორნიკე კვაჭანტირაძე და გიორგი შათირიშვილი გამოფენაზე საუკეთესო საკონკურსო ნამუშევრებისთვის ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
გამოფენა-კონკურსი - „ზამთრის ვერნისაჟი“ ოზურგეთის სურათების გალერეაში გაიმართა, სადაც ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის სამხატვრო სკოლების, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
მერვე კლასის მოსწავლე თორნიკე კვაჭანტირაძე „ჩემი მარკეტის“ რჩეული გახდა და მას ფასიანი ვაუჩერი გადაეცა, ხოლო მესამე კლასის მოსწავლეს გიორგი შათირიშვილს საუკეთესო საკონკურსო ნამუშევრისთვის - ფასიანი საჩუქარი. გამოფენის სხვა მონაწილეები, მესამე და მეხუთე კლასის მოსწავლეები კი გამოფენაში მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
კვირიკეთის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს სკოლის მოსწავლეებს და ხელოვნების მასწავლებელს -თამაზ დარჩიას ამ გამარჯვებას და კვლავაც ბევრ წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...