სიახლეები
ეტალონი, სსიპ ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა

''ეტალონი'' ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდებათ''- ''წალენჯიხის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა
28-09-2016
-
+


სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტმა, "ეტალონმა" ახალი სეზონი წალენჯიხიდან დაიწყო. 



ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ქალაქ ჯვარის კულტურის სახლში ჩატარდა. 



მუნიციპალიტეტის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.



ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და სხვა გულშემატკივრები ესწრებოდნენ.    
 
  
 
  


 
მონაწილეებს ლამაზი მუსიკალური ნომრებით ამხნევებდნენ.  
 






დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული. 
 

    
„ეტალონი მოსწავლის" ტიტულს, წალენჯიხის მე-4 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე გიორგი შანავა დაეუფლა.     
 

 
საზეიმოდ გაიჭრა სპეციალურად „ეტალონი მოსწავლისათვის“ მომზადებული ტორტი. 


  
ღონისძიების შესახებ „Etaloni.ge”-ს პირველი შთაბეჭდილებები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ასმათ კვარაცხელიამ გაუზიარა: „თითოეული მოსწავლისათვის შანსის მიცემა გამოიჩინოს თავი, გამოამჟღავნოს ცოდნა და წარმატებისაკენ გზა გაიკვლიოს მისასალმებელია და მოსაწონიც. „ეტალონი“  ძალიან კარგი პროექტია, რომელსაც ხელმძღვანელობს ღირსეული ადამიანი. ბატონი გოჩა ეროვნული სულისკვეთებით მამულიშვილურ საქმეს ემსახურება. სასიამოვნო ღონისძიება შედგა, კმაყოფილი ვარ ახალგაზრდების შედეგებით. აღსანიშნავია ის, რომ მონაწილეები თანაბარ პირობებში არიან და აბსოლიტურად ობიექტურად ხდება მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენა. გიორგიმ დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი, პირადად არ ვიცნობ, თუმცა მისი მასწავლებლებიდან გადმოცემით ვიცი, რომ კარგი მოსწავლეა“.  


ინტელექტ-შეჯბრის წინაშესარჩევ ტესტირებას ორგანიზება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა, ლირა ღურცკაიამ გაუწია:

"აბსოლიტურად გამჭირვალედ და ობიექტურად ჩატარდა წინა შესარჩევი ტური, დალუქული ტესტები უშუალოდ გამოცდის წინ გაიხსნა. მონაწილეობდა 380 ბავშვი. სხვადახვა ასაკობრივ ჯგუფს ცალ-ცალკე ჩაუტარდათ ტესტირება. გამსვლელი ქულის მინიმალური ზღვარი 65 ქულა გახლდათ, ხოლო მაქსიმალური 97 ქულა დაფიქსირდა, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ დააგროვა.

შეირჩა ნახევარფინალში გამსვლელი 30 ბავშვი, შედეგად მათ შორის ინტელექტ-შეჯიბრი მოეწყო. ღონისძიებამ ჩაიარა ძალიან კარგად, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს ამისათვის. დაფიქსირდა მაღალი შედეგები, ძალიან კმაყოფილი ვარ მონაწილეების თამაშითა და მონდომებით. ფინალში 2-3 ქულის სხვაობით გავიდა სამი მონაწილე, ხოლო მათ შორის ღირსეულმა კი პირველი ადგილი დაიკავა. გიორგი არაჩვეულებრივი მოსწავლეა, ბეჯითი, მოწესრიგებული, დაუზარელი. სწავლასთან ერთად უძღვება ოჯახის საქმეებსაც. ერთი წელია რაც მამა დაეღუპა და ორ ვაჟკაცს დედა ღირსეულად ზრდის.კარგი დედის კარგი შვილია და ამართლებს კიდევაც მშობლის ამაგს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა "ინტელექტ-შეჯიბრის" ორგანიზატორებს იმისათვის, რომ კეთილ საქმეს ემსახურებიან, ასევე განათლების სამინისტროს, რომ "პროექტ ეტალონს" გვერდით დაუდგა",-აღნიშნა ლირა ღურცკაიამ ჩვენთან საუბრისას.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ლუკავას განცხადებით, მონაწილეებმა მაღალი შედგები აჩვენეს: „ღონისძიებამ ძალიან კარგად ჩაიარა, კმაყოფილი ვარ  შედეგებით. ახალგაზრდები  აქტიურად ჩაერთნენ შეჯიბრში და მაქსიმალურად გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები. საბოლოოდ, რეიტინგულად ყველაზე მაღალი ქულების მქონემ დაიკავა პირველი ადგილი. კარგად ითამაშა გიორგიმ, შესანიშნავი ბიჭია, სამწუხაროდ აქამდე მას პირადად არ ვიცნობდი. ვულოცავ კიდევ ერთხელ და წარმატებებს ვუსურვებ მომავალშიც“.                         

როგორც „Etaloni.ge-სთან“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა მანანა მოლაშხიამ აღნიშნა, შეჯიბრება ობიექტური და გამჭირვალეა: „ძალიან ლამაზი და კარგი ღონისძიება გამოგვივიდა, სპეციალურად, წინასწარ შერჩეული, ერთნაირი  მაისურები ეცვათ მონაწილეებს. შეჯიბრის დასასრულს გამარჯვებულისათვის განკუთვნილი ტორტი საზეიმოდ გავჭერით. პირველი ადგილი მე-4 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ, გიორგი შანავამ დაიკავა. ის ნიჭიერი და მოწესრიგებული ახალგაზრდაა, გამოიჩინა თავი და სკოლაც ასახელა. სამაგალითოა  ფაქტი, რომ ღონისძიების შეარჩევი პროცესი, ასევე შეჯიბრება ყოველმხრივ გამჭირვალეა. შეჯიბრის დროს ჩაწყობა, ქულის წამატება, ვიღაცის ხელოვნურად წინ წამოწევა გამორიცხულია. მონაწილეები თანაბარ პირობებეში იბრძვიან და დამოკიდებულნი არიან მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ცოდნასა და შესაძლებლობებზე. ეს პორექტი ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდებათ. „ეტალონი“ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს დიდხანს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“. 
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის გოგა გულორდავას თქმით, პროექტი ახალგაზრდებს მოტივაციას უზრდის მეტი ისწავლონ და წაიკითხონ: „ღონისძიება იყო მაღალ დონეზე  ორგანიზებული სახალისო  და საინტერესო, რაც ბატონი გოჩას დამსახურებაა. მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს, იმისათვის რომ წალენჯიხელ მოსწავლეებს კიდევ ერთხელ მიეცათ საკუთარი შესაძლებლობებისა და ცოდნის გამოვლენის საშუალება.სიმართლე გითხრათ არ ველოდი მონაწილეების ასეთ მაღალ შედგებს და რასაკვირველია, კმაყოფილი ვარ.გამარჯვებული ღირსეული ახალგაზრდაა, გიორგის პირადადა ვიცნობ, გამორჩეული მოწესრიგებული და ნიჭიერი ბიჭია. „ეტალონი“ მართლაც, რომ მნიშვნელოვანი პორექტია, ახალგზარდებს საშუალება აქვთ ჯანსაღ, კოკურენტულ გარემოში თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები გამოსცადონ.  სამომავლოდ კი უჩნდებათ მოტივაცია, მეთი იკითხონ, მეტი ისწავლონ, გაიღრმავონ ზოგადი ცოდნა. შრომა, რომელსაც ისინი საკუთარ განათლებაში დებენ ნამდვილად უფასდებათ“. 
  


წალენჯიხის "ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი გიორგი შანავა გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.   
    
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".    
   
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი

მთავრობამ უქმედ გამოაცხადა 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

სიახლეები
საზოგადოება