სიახლეები
სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ატესტაცია გამოცხადდა
02-03-2020
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ატესტაციას აცხადებს. ატესტაციის მიზანია, ექსპერტთა კორპუსის გაძლიერება და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა.

გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე ატესტაცია არ ვრცელდება საერთაშორისო ექსპერტებზე, დამსაქმებელთა და სტუდენტთა წარმომადგენელ ექსპერტებზე.

ატესტაციის გავლისათვის საჭიროა 2020 წლის 13 მარტის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია - ბმულზე 

„ავტორიზაციის ექსპერტთა საქმიანობის წესის მიხედვით, ცენტრის მიერ ექსპერტთა ატესტაცია ხორციელდება ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ატესტაციის შედეგები გამოიყენება ექსპერტთა პროფესიული განვითარების მიზნებისათვის. ატესტაციის შედეგები, ასევე, შესაძლებელია გახდეს ექსპერტის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსიდან ამორიცხვის საფუძველი.

ამასთან, ექსპერტთა ატესტაციაში ექსპერტის მიერ არასაპატიო მიზეზით მონაწილეობის არ მიღება წარმოადგენს ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის საფუძველს. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, ექსპერტი ვალდებულია ცენტრში წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, ექსპერტთა ატესტაციაში მონაწილეობის ხელისშემშლელ გარემოებათა აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში. 

ატესტაციაში ექსპერტის მიერ არასაპატიო მიზეზით მონაწილეობის არ მიღება წარმოადგენს ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის საფუძველს. პროცესთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბრძანებაში“,- აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დამატებითი შეკითხვებისთვის მოგვმართეთ მისამართზე higher.ed@eqe.ge


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება