სიახლეები
ეტალონი

„ამ დღის დიდი მოლოდინი გვაქვს ხოლმე“ - ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
03-03-2020
-
+


26 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა.

მუნიციპალიტეტში აქტიურად ემზადებიან ჩემპიონატის მეორე ტურისთვის.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა:

ახალციხის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე:

„ეტალონის“ პირველი ტური ახალციხის მუნიციპალიტეტის 38 საჯარო და ერთ კერძო სკოლაში წელსაც მოსწავლეების წარმატებული და მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა. პროექტი, როგორც ყოველთვის, თანაბარ შესაძლებლობას აძლევს სოფლის და ქალაქის კერძო თუ საჯარო სკოლის მოსწავლეებს. ყოველ წელს მოუთმენლად ელიან მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები ამ პროექტის აქტივობებს. „ეტალონი“ არის ყველაზე ეროვნული, აღმზრდელობითი და ყველაზე საგანმანათლებლო პროექტი. ის გვეხმარება, რომ სასკოლო საზოგადოება - მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე გააერთიანოს“.


მერიის წარმომადგენელი თეონა ელიოსიძე:

„ძალიან კარგად ჩაიარა პირველმა ეტაპმა. კარგი შედეგები გვქონდა. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, ძალიან მომწონს, ყოველთვის სიამოვნებით ვმონაწილეობთ. მეორე ტურში გადასულ მოსწავლეებს ვურჩევ, მეტად დაკვირვებულები იყვნენ, არ იჩქარონ და საკუთარი თავის იმედი ჰქონდეთ“.


საძელის საჯარო სკოლის დირექტორი ხორენ ოგანესიანი:

„ეტალონის“ პირველი ტურით კმაყოფილები ვართ ჩვენც და მოსწავლეებიც. მაღალი შედეგებიც გვაქვს. მოსწავლეებს ტესტირება გაუადვილდათ, მაგრამ ქართულენოვან სკოლებთან შედარებით, ჩვენთან გრამატიკა და ქართველი მწერლები არ ისწავლება, პროგრამა სხვანაირია. ეს იყო ცოტა სირთულე. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. ტესტირებაზე გააქტიურებულები არიან, ელოდებიან ვინ რამდენი ქულა მიიღო. ეს სტიმულია მოსწავლისთვის, რომ მომავალში უფრო კარგად ისწავლოს და უფრო კარგი შედეგი დადოს. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ ყოველთვის მიყვარს ბრძოლა და გამარჯვება. ეს არის ცხოვრების ერთ-ერთი დიდი ნაწილი. ბრძოლის და გამარჯვების გარეშე ცხოვრება ჩემთვის უინტერესოა. ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ იბრძოლონ გამარჯვებისა და წარმატებისთვის“.

ეტალონისპედაგოგი თინათინ გოგიაშვილი:

„პირველი ტურით კმაყოფილი ვარ. ტესტები, როგორც შარშან, წელსაც სომხურენოვან სკოლებში შედარებით გამარტივებული იყო. მოსწავლეების უმრავლესობას არ გაუჭირდა. ვფიქრობ, ენის ფლობის დონე იმდენად არ იყო მნიშვნელოვანი, რამდენადაც ლოგიკა და ზოგადი ცოდნა. მოსწავლეებმა ტესტირებას კარგად გაართვეს თავი, უმრავლესობამ 50 ქულაზე მეტი აიღო. მეორე ტურისთვის ვემზადებით, ვფიქრობ, ყოველდღე ჩავუტარო ბავშვებს „ეტალონის“ ტესტირებები გასული წლის ტესტების მიხედვით. პირველი ტურისთვისაც ასე მოვემზადეთ. შემდეგ ტურში გადასულ მოსწავლეებს ვურჩევ, რომ ზოგადი ცოდნა გაიღრმავონ, დაიხმარონ ლოგიკა, იკითხონ ბევრი და მოიძიონ ისეთი ინფორმაციები, რომლებიც მათ გონებრივ შესაძლებლობებს გაზრდის“.


ეტალონისპედაგოგი ნანა ჯანაშვილი:

„კმაყოფილები ვართ პირველი ტურით. ჩვენ ქართულენოვანი სკოლა არ ვართ. ყოველ წელს ჩართულები ვართ ჩემპიონატში,  „ეტალონი“ ბავშვებისთვის აუცილებელია. მოსწავლეები საკუთარ თავს სცდიან. მეორე ტურისთვის ყურადღებით ვემზადებით და წარმატების იმედიც გვაქვს“.


ზიკილიის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ქიმერიძე:

„კარგად ჩაიარა პირველმა ტურმა, კმაყოფილები ვართ. ტესტები შეესაბამებოდა მოსწავლეების სასკოლო დონეს.  აქტიური ბავშვებისთვის არ იყო რთული. მეორე ტურისთვის დადებითი მოლოდინი გვაქვს, 4-5 ბავშვი მაინც გადავა. ძალიან მომწონს, რომ „ეტალონში“ ზოგადი განათლება მოეთხოვებათ ბავშვებს. თან სახალისოა, ქულებს მალე იგებენ. ხანდახან სხვა ოლიმპიადებიდან პასუხი საერთოდ არც მიგვიღია, ამ დროს კი „ეტალონი“ ყოველთვის ორგანიზებულად ტარდება“.

ეტალონისპედაგოგი მარინე ნათენაძე:

„ძალიან კმაყოფილები ვართ „ეტალონის“ პირველი ტურით. ტესტები საშუალო სირთულის იყო, ზოგი რთული, ზოგი  - მარტივი. ძალიან მომწონს „ეტალონი“,  პირველ რიგში, მოსწავლეთა თვითშეფასებისთვის. შემდეგ ტურში გადასულ მოსწავლეებს ვურჩევ, უფრო მეტი ყურადღებით მოემზადონ.“

მუსხის საჯარო სკოლის დირექტორი ბუხუტი კაპანაძე:

„ძალიან კმაყოფილები ვართ „ეტალონის“ ტესტირებით. მოსწავლეების ჩართულობა იყო მაქსიმუმი. ჩვენ ყოველ წელს ვმონაწილეობთ ინტელექტ-ჩემპიონატში და გვაქვს საკმაო გამოცდილება. ტესტები საშუალო სირთულის იყო. „ეტალონში“ ყველაფერი მომწონს, ბავშვი ჩართულია, აზროვნებს, სიახლეს იგებს და კითხვას, რომელზეც პასუხი არ აქვს, მეკითხება, ინტერესდება, ეძებს, ნახულობს, ეს ყველაფერი ძალიან კარგია დ კმაყოფილი ვარ“.


ეტალონისპედაგოგი ლალი ცუხიშვილი:

„ჩვენთან „ეტალონის“ პირველმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა, თუმცა შედეგებს უფრო მეტს ველოდი. ალბათ, ათი მოსწავლე მიიღებს სერტიფიკატს, რამდენი გადავა მეორე ტურში - ჯერ არ ვიცით. საერთო ჯამში, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ძალიან კარგი კითხვები იყო. შემდეგ ტურში გადასულ მოსწავლეებს ვურჩევ, ლიტერატურას გადახედონ და უფრო მეტად გაერკვნენ საკითხებში, მეტი შეძლონ“.


ტყემლანის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ტყემალაძე:

„მშვენივრად ჩაიარა „ეტალონის“ ტესტირებამ. ორი მოსწავლე შემდეგ ტურში გადავიდა. კარგი ტესტები იყო, კარგად იყო შეკითხვები შერჩეული და მოსწავლეები კმაყოფილები არიან. „ეტალონით“ ყოველთვის დაინტერესებულები არიან და მონაწილეობის სურვილს გამოხატავენ. კარგი ტესტებია და გამარჯვების შემთხვევაში საყოველთაო ჩართულობაა. ასევე შემდეგი ტურები აქვს, წახალისებაც არის და პოპულარულია, ბავშვები ყოველთვის ელოდებიან“.


ეტალონისპედაგოგი მაია კაპანაძე:

„ძალიან მშვიდად და წარმატებულად ჩაიარა „ეტალონის“ პირველმა ტურმა. ამ დღის დიდი მოლოდინი გვაქვს ხოლმე. ბავშვებმა კარგად იმუშავეს, ძალიან კმაყოფილები არიან და მეორე ტურს ელოდებიან. ორმა ბავშვმა აიღო საკმაოდ მაღალი ქულა. მეორე ტურში გადასულ მოსწავლეებს ვუსურვებ წარმატებებს. ჩვენ ერთხელ მოვხვდით მაღალქულიანებში და გვინდა, რომ წელსაც მოხვდნენ ამ სიაში ჩვენი მოსწავლეები. „ეტალონი“ იმხელა გამოცდილების მიმცემია მოსწავლეებისთვის, რომ ტესტებიდან გამომდინარე, შემდეგში გამოცდებისთვისაც მზად არიან“.


იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საბავშვო ბაღების დაფინანსება 16 მილიონით მცირდება - თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობილია

საქართველოს მასშტაბით დაფინანსდა 14 საგანმანათლებლო დაწესებულების 15 კურსი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

სკოლაში სტუმარს მასპინძლობისა და საინტერესო საუბრისთვის დიდ მადლობას უხდიან
მათთვის საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა წყალქვეშა სამყაროში მოგზაურობა

შემოქმედებითი ხასიათის დავალებები მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა


საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება