მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მოადგილე ეკა მაისურაძესა და ონის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ იმედა მეშვილდიშვილთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის პედაგოგებს და ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა.
მერმა საპრიზო ადგილების მფლობელ სამ მოსწავლეს ფულადი ჯილდო გადასცა და მათ მუნიციპალიტეტის და ქვეყნის სასიკეთოდ წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ემზარ საბანაძემ ხაზი გაუსვა პედაგოგების მოღვაწეობის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტის განვითარების და წინსვლის საქმეში. აღნიშნა, რომ ონის სკოლის უკვე ტრადიციად ქცეული წარმატებები და გამორჩეულად კარგად აღზრდილი, ნიჭიერი ახლაგაზრდა თაობა, საფუძველს უყრის მუნიციპალიტეტის წარმატებული მომავლის მშენებლობას.
შეხვედრაზე მერმა დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო და ონის განვითრების პერსპექტივებზე ისაუბრა.
„ონის მუნიციპალიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა თავის მრავალფეროვანი კულტურული ტრადიციით და უძველესი ისტორიული წარსულით, რომლის დავიწყების უფლება არავის არ აქვს, მეტიც, თითოეული ჩვენთაგანის ვალია ყველაფერი გავაკეთოთ ონის გამორჩეული იერსახის და კულტურული ცენტრის მნიშვნელობის დასაბრუნებლად“, - განაცხადა ემზარ საბანაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ონის საჯარო სკოლაში 12 თებერვალს ჩატარდა. მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. ონის მერმა ღონისძიებაზევე დაანონსა, რომ პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს სიურპრიზს მოუწყობდა და დააჯილდოვებდა, თუმცა მაშინ, რა სურპრიზს პირდებოდა წარმატებულ ბავშვებს, წინასწარ არ გაამხილა.
იხილეთ ასევე:
რაჭული ნიჭიერება და გამარჯვებული IX კლასელი - ონის საჯარო სკოლის სამმაგი გამარჯვება „ეტალონში“
გთავაზობთ ონის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა