მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის სარდაფში მარიხუანის მოსაწევად გამოსაყენებელი ინვენტარი და შპრიცები აღმოჩანიეს.
როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით, „მთავარი არხი“ იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე მე-5 და 24-ე საჯარო სკოლის დირექტორია გადაყვენილი. აღნიშნული სკოლები ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებაროებს.
ადგილობრივების თქმით, სკოლის სარდაფი ქუჩური გარჩევების და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების სივრცედ არის გადაქცეული.
„სკოლის სარდაფში არის სხვადასხვა ნარკოტიკული საშულებების მოხმარებისთვის განკუთვნილი ნივთები, რომელსაც როგორც სრულწლოვნები, ისე არასრულწლოვნები იყენებენ. ეს ადგილი გადაქცეულია ქურდული და კრიმინალური გარჩევების პერიმეტრად და ხშირად არია ასეთი მდგომარეობა, ამის გამო ადგილობრივი მცხოვრებლები შველას ვითხოვთ“, - აცხადებს ადგილობრივი მოსახლე, რომელმაც იდენტიფიცირება არ ისურვა.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულზე საქმე აღძრულია.
„გამოძიება დაწყებულია აღნიშნულ მისამართზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე“, - აცხადებს შსს-ს წარმომადგენელი.
etaloni.ge სკოლის დირექტორებთან დაკავშირებას და დამატებითი ინფორმაციიის მოპოვებას შეეცადა, თუმცა ამ ეტაპზე 24-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა, ხოლო მე-5 საჯარო სკოლის იდრექტორმა ია პაიჭაძემ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებდა. ვეცდებით, 24-ე საჯარო სკოლის დირექტორის ელიზბარ ბარბაქაძის კომენტარი მოგვიანებით შემოგთავაზოთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა