სიახლეები
საინტერესო

არის თუ არა პედაგოგობა თქვენი საქმე - 5 შეკითხვა, რომლებიც თავს ყველა მასწავლებელმა უნდა დაუსვას
08-06-2020
-
+


მასწავლებელთა გამოცდისთვის ემზადებით და ფიქრობთ, რომ პედაგოგობა თქვენი საქმეა? „ეტალონი“ გთავაზობთ 6 შეკითხვას, რომლებიც თქვენს თავს უნდა დაუსვათ, რომ გაიგოთ, მზად ხართ თუ არა მასწავლებლობისთვის?

ნამდვილად მოგწონთ მთელი დღის ბავშვების გარემოცვაში გატარება?

ეს განმსაზღვრელი შეკითხვაა. თუ მასზე 100%-ით დამაჯერებელი პასუხის გაცემა არ შეგიძლიათ და არ იცით, რატომ მოგწონთ მოსწავლეებთან მუშაობა, სავარაუდოდ, ეს პროფესია თქვენთვის არ არის. ასევე, უნდა გაიხსენოთ, აქამდე მოგწევიათ თუ არა ბავშვებთან ურთიერთობა და მათი დახმარება რთულ სიტუაციებში, გაიხსენოთ თქვენი ემოციები ამ დროს. ზოგიერთ მოზარდს უნდა, გახდეს მასწავლებელი მხოლოდ იმიტომ, რომ მოსწონს სკოლაში ყოფნა, მაგრამ, როცა ისინი კლასში ხვდებიან, როგორც პედაგოგი, არ იციან, საიდან დაიწყონ და როგორ აღმოჩნდნენ აქ.

რამდენად სანდო და პასუხისმგებლიანი ადამიანი ხართ? ყოველთვის მიგყავთ დაწყებული საქმე ბოლომდე?

ყველას გვგონია, რომ ჩვენი ნდობა შეიძლება, მაგრამ გულწრფელად დაფიქრდით, ხართ თუ არა ის, ვისაც ბავშვები შეიძლება ბოლომდე დაეყრდნონ. გაიხსენეთ, ბოლოს როდის არ მიიყვანეთ საქმე ბოლომდე და რამდენად ხშირად ხდება ეს თქვენს ცხოვრებაში? მასწავლებელი უნდა იყოს ადამიანი, ვინც დაპირებებს ყოველთვის ასრულებს და ვისი ნდობაც შეიძლება. ამ თვისების გარეშე თქვენ სერიოზულად არავინ მოგეკიდებათ, მოსწავლეების პატივისცემასაც ვერ დაიმსახურებთ და თქვენი საქმე შეგძულდებათ.

გაქვთ გულწრფელი სიყვარული იმ საგნის მიმართ, რომლის სწავლებაც გსურთ? კონკრეტულად რა გსურთ ასწავლოთ ბავშვებს და რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი თქვენთვის?

დავუშვათ, თქვენ ნამდვილად გიყვართ ბავშვები და მზად ხართ, მთელი ცხოვრება მათთვის რაიმეს სწავლებას მიუძღვნათ, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. თქვენ უნდა გესმოდეთ, რისი სწავლება გსურთ. გულწრფელი სიყვარულის გარეშე თქვენ ვერ დაანახებთ მოსწავლეებს საგნის მნიშვნელობას, იმას, თუ რატომ არის მისი ცოდნა სასარგებლო და რაში დასჭირდებათ ის მომავალში.

რამდენად ორგანიზებული ხართ?

ორგანიზებულობა მასწავლებლისთვის მთავარი უნარია. თქვენ გიწევთ გაკვეთილისთვის მომზადება, მათი ჩატარება, შემდეგ მოსწავლეების შემაჯამებლების ორგანიზება, მათი შეფასება. ამ ყველაფრის კარგად გაკეთება მხოლოდ ორგანიზებულ ადამიანს შეუძლია. 

მზად ხართ ფსიქოლოგიურად?

თქვენ უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ ყველა მოსწავლე ვერ იქნება თქვენი მოლოდინების შესაბამისი. ბევრს ექნება ფსიქიკური, ემოციური თუ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რის გამოც შეიძლება ისინი ისეთები არ იყვნენ, როგორებიც თქვენ გინდათ. ამიტომ მზად უნდა იყოთ იმ ფსიქიკური და ემოციური დაძაბულობისთვის, რომლის გადატანაც მოგიწევთ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება